როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)
ცნობილი და პოპულარული სერიალი "გაქცევა" ეკრანზე 2005 წელს გამოვიდა და ის დღემდე რჩება ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთ საყვარელ სერიალად. მთავარი გმირი, მაიკლ სკოლფილდი კი არავის ავიწყდება. "გაქცევა" 5 სეზონისგან შედგება.
სერიალი "ოქროს გლობუსის" 63-ე დაჯილდოებაზე ნომინირებული საუკეთესო სატელევიზიო დრამის კატეგორიაში, ხოლო უენტვორთ მილერი საუკეთესო მთავარი როლის შემსრულების ჯილდოზე. აღსანიშნავია, რომ მაშინ სერიალმა რეიტინგის რეკორდები მოხსნა. ყველაზე მეტი, 12.2 მილიონი მაყურებელი, სერიალის პირველ სეზონს ჰყავდა.
"გაქცევამდე" მის მთავარ გმირს, ვენტვორთ მილერს სხვა როლებიც ჰქონდა შესრულებული, თუმცა მთავარი წარმატება სწორედ ამ სერიალმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აღიარების შემდეგ, მაიკლ სკოფილდის გმირის შემსრულებელმა საჯაროდ ისაუბრა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და თქვა, რომ გეია.
ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ, რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან "გაქცევის" ვარსკვლავები ახლა:
უენტვორთ მილერი (მაიკლ სკოფილდი)
"გაქცევის" მთავარი ვარსკვლავი უენტვორთ მილერი 48 წლისაა. უენტვორტის თქმით, თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო მას პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი სცადა. ის ადამიანის უფლებების დამცველი და აქტივისტია, რომელიც ცდილობს, მენტალური პრობლემის მქონეებზე იზრუნოს.
აღსანიშნავია, რომ მსახიობმა სცენარისტობაც სცადა და მილერის, როგორც სცენარისტის დებიუტი 2013 წელს შედგა. მონაწილეობა არაერთ ფილმსა და სერიალში მიიღო, თუმცა "გაქცევა" მისი ცხოვრების მთავარ როლად რჩება. აღნიშნულ სერიალში თავის პარტნიორ სარასთან დღემდე იდეალური, მეგობრული ურთიერთობა აქვს. თვითონ სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, სარა ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს უენტვორთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
იხილეთ: სად გაქრა ბრენდან ფრეიზერი? - "მუმიის" მთავარი გმირის ტრაგიკული ცხოვრება
დომინიკ პარსელი (ლინკოლნ ბეროუზი)
ლინკოლნ ბეროუზის როლის შემსრულებელი, დომინიკ პარსელი 50 წლისაა. გაქცევის შემდეგ მან ითამაშა სერიალებში "ფლეში", "ხვალინდელი დღის ლეგენდები", თუმცა არც ერთს არ მოუტანია მსახიობისთვის ისეთი წარმატება, როგორიც "გაქცევამ".
აღსანიშნავია, რომ მსახიობი 2016 წელს გადაღებების დროს სერიოზულად დაშავდა, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა. მანამდე მას კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობი ამ დროისთვის ჯანმრთელადაა, ცნობილია, რომ მან დაავადება დაძლია და ახლა თავს კარგად გრძნობს. დომინიკ პარსელს ოთხი შვილი ჰყავს.
სარა უეინ კელიზი (სარა ტანკრედი)
მომხიბვლელი ექიმის, სარას როლის შემსრულებელი სარა უეინ კელიზი 43 წლისაა. რამდენიმე დღის წინ მან "ინსტაგრამზე" ფოტოკოლაჟები გამოაქვეყნა წარწერით: "მსახიობები, რომლებთან ერთადაც ჩემი კარიერა ავაგე". ფოტოებზე პირველი, რა თქმა უნდა, უენტვორთ მილერია:
გარდა "გაქცევისა" მსახიობისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა "მოსიარულე მკვდრებში" შესრულებული როლიც, თუმცა მთავარი აღიარება მაინც "გაქცევას" უკავშირდება.მსახიობი ჯოშ უინტერჰოლთზეა დაქორწინებული. წყვილს 2007 წელს გოგონა შეეძინა. 2013 წელს კი ვაჟი იშვილეს.
იხილეთ: "ყველაზე ლამაზი პარასკევა" - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი მსახიობი?
რობერტ ნეპერი (თეოდორ ბეგუელი)
თეოდორ ბეგუელი "გაქცევის" ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟია, რომელიც ფანტასტიკურად შეასრულა რობერტ ნეპერმა. მსახიობს მდიდარი ფილმოგრაფია აქვს.
აღსანიშნავია, რომ 60 წლის რობერტი 2017 წელს დიზაინერმა სიუზან ბერტრამმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბერტრამის თქმით, მსახიობმა მასზე 1991 წელს, ფილმ Gas Food Lodging-ის გადაღების დროს იძალადა, რობერტი ბრალდებას უარყოფდა. გარდა ამისა, კიდევ სამმა ადამიანმა დაადანაშაულა მსახიობი სექსუალურ ძალადობაში, ნეპერი ყველა ჯერზე უარყოფდა ყოველივეს. გამოძიებამ, საბოლოო ჯამში, ბრალდების დასამტკიცებლად მტკიცებულებები ვერ იპოვა.
ამორი ნოლასკო (ფერნანდო სუკრე)
კეთილი და მეგობრული სუკრე, ალბათ, ყველას გახსოვთ. მის როლს პუერტო რიკოელი მსახიობი, ამორი ნოლასკო ასრულებდა, რომელიც ახლა 49 წლისაა. 2009 წლიდან ის ჯენიფერ მორისონს ხვდებოდა, თუმცა წყვილი სამ წელიწადში დაშორდა.
მსახიობი ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს ობამას აქტიური მხარდამჭერი იყო და ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში. ის ხშირადაა ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში და აქტიურად ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.
იხილეთ: Home Alone 32 წლისაა- ნახეთ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ცნობილი საშობაო ფილმის მსახიობები
უილიამ ფიჰტნერი (აგენტი მაჰოუნი)
მომხიბვლელი უილიამ ფიჰტნერი 63 წლისაა. ამერიკელ მსახიობს არაერთი წარმატებული როლი აქვს პოპულარულ ფილმებში. მათ შორის გამორჩეულია Armageddon, The Perfect Storm, Crashდა სხვ.
უეიდ უილიამსი (ბრედ ბელიკი)
ბრედ ბელიკი - პერსონაჟი სერიალიდან, რომელიც მაყურებლის დიდ ნაწილს აღიზიანებდა. უეიდ უილიამს არაერთი სახასიათო როლი აქვს შესრულებული, თუმცა ციხის მეთვალყურის როლით ყველაზე მეტად დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. აღსანიშნავია, რომ უეიდი სიმღერებს წერს, და მღერის კიდეც. ნახეთ მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც Yოუტუბე-ზე თავად გამოაქვეყნა.