Home Alone 32 წლისაა- ნახეთ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ცნობილი საშობაო ფილმის მსახიობები | Allnews.Ge

Home Alone 32 წლისაა- ნახეთ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ცნობილი საშობაო ფილმის მსახიობები

1990 წელს, ზუსტად 32 წლის წინ, აშშ-ში საშობაო კომედია „მარტო სახლში“ (Home Alone) გამოვიდა. ალბათ ფილმის რეჟისორი და მსახიობები მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ „მარტო სახლში“ ასეთი წარმატებული იქნებოდა და 3 ათეული წლის გასვლის შემდეგაც ყველა თაობის საყვარელი საშობაო ფილმი გახდებოდა.

ალბათ, ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე არაერთი თქვენგანი გეგმავს კიდევ ერთხელ უყუროს თუ როგორ უმკლავდება 8 წლის კევინი ბოროტმოქმედებს. იქამდე კი გთავაზობთ ნახოთ თუ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ცნობილი საშობაო ფილმის მსახიობები დღეს, ფილმის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ.

ჯო პეში (მძარცველი ჰარი)

ჯო პეშმა ბოლო 30 წლის განმავლობაში 16 ფილმში ითამაშა და Goodfellas-ში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარიც კი მიიღო.

დანიელ სტერნი (მძარცველი მარვი)

„მარტო სახლში“ შესრულებული როლის შემდეგ მძარცველი ჰარი ისეთ ცნობილ მულტიპლიკაციურ ფილმებს ახმოვანებდა, როგორებიცაა The Simpsons, Family Guy და Hey Arnold!. ამასთან, მსახიობი უკვე წლების ბრინჯაოს ფიგურებს ამზადებს.

კირან კალკინი (კევინის უმცროსი ბიძაშვილი)

კირან კალკინი, რომელიც ფილმში კევინის ბიძაშვილის როლს თამაშობს, სინამდვილეში მაკოლეის ნამდვილი ძმაა. „მარტო სახლშის“ შემდეგ მან 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა და წარმატებული მსახიობი გახდა. ის არაერთხელ მოხვდა „ოქროს გლობუსის“ სხვადასხვა ნომინაციაში.

რობერტს ბლოსომი (მოხუცი მარლი)

რობერტს ბლოსომმა „მარტო სახლში“ მონაწილეობის შემდეგ სამსახიობო კარიერა კიდევ 5 წლის განმავლობაში გააგრძელა და ძირითადად უარყოფით პერსონაჟებს თამაშობდა. სიცოცხლის ბოლო წლები მსახიობმა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. ის 2011 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რალფ ფუდი (ჯონი, მამაკაცი ფილმიდან)

ალბათ ყველას გახსოვთ მონაკვეთი, სადაც კევინი მძარცველების შესაშინებლად ფილმის პერსონაჟის ხმას იყენებს. ფილმში განგსტერის როლს მსახიობი რალფ ფუდი თამაშობდა. ის ასევე მონაწილეობდა „მარტო სახლში 2-სა“ და კიდევ რამდენიმე ფილმში. მსახიობი სიმსივნით 1999 წელს გარდაიცვალა.

დევინ რეტრეი (ბაზი, კევინის უფროსი ძმა)

ბაზის როლის შემსრულებელმა დევინ რეტრეიმ „მარტო სახლშის“ შემდეგ კიდევ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში ითამაშა. დღეს ის ბენდის წევრია და ნიუ-იორკის ბარებში კონცერტებს მართავს.

კეტრინ ო'ჰარა (ქეითი, კევინის დედა)

კეტრინ ო’ჰარას კარიერა საკმაოდ დიდი წარმატებით გაგრძელდა. მან 49 ფილმში ითამაშა და 15 მულტიპლიკაციური ფილმი გაახმოვანა. ამასთან, 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებში ის ერთ-ერთი წამყვანი იყო.

ჯონ ჰერდი (პიტერი, კევინის მამა)

მსახიობმა ჯონჰერდმა „მარტო სახლში“ მონაწილეობის შემდეგ სამსახიობო კარიერა გააგრძელა და ბევრ ცნობილ ფილმში ითამაშა. ის 2017 წელს 71 წლის ასაკში ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

მაკოლეი კალკინი (კევინი)

კევინის როლის შესრულების შემდეგ მაკოლეი კალკინმა არაერთ ფილმში ითამაშა, თუმცა ყოველი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. პატარა ვარსკვლავის სამსახიობო კარიერა თანდათან მივიწყებას მიეცა. თინეიჯერობის დროს ის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას იღებდა. სოციალურ ქსელში მისი გარეგნობის რადიკალური ცვლილების ფოტოები არაერთხელ გავრცელდა.

მოგვიანებით მაკოლეიმ მუსიკოსობა სცადა, თუმცა მალევე მიატოვა. დღეს მას ეპიზოდურ როლებში და რეკლამებში იღებენ.

ასევე დაგაიტნერესებთ: 10 ფაქტი ფილმიდან ,,მარტო სახლში" რომელიც აქამდე არ იცოდით

მოპარული ბავშვობა: პატარების ტრაგიკული ისტორიები და მშობლები, რომლებსაც უნდოდათ, შვილები ვარსკვლავებად ექციათ

ბექა ბერიაშვილი

myquiz