10 ფაქტი ფილმიდან ,,მარტო სახლში" რომელიც აქამდე არ იცოდით | Allnews.Ge

10 ფაქტი ფილმიდან ,,მარტო სახლში" რომელიც აქამდე არ იცოდით

შობა-ახალი წელი გვიახლოვდება და ალბათ, ბევრი ჩვენგანი ამ დღესასწაულზე კვლავაც “ჩაუჯდება" საახალწლო ფილმებს, რომელთა შორის არის ყველასათვის კარგად ნაცნობი საოჯახო კომედიური ფილმი “მარტო სახლში", რომელიც 1990 წელსაა გადაღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ეს ფილმი რამდენჯერმეც გექნებათ ნანახი, არსებობს ფაქტები, რომელთა შესახებაც, სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ. დღევანდელ სტატიაში 10 მათგანზე მოგითხრობთ:

“კევინი"-ს პერსონაჟი სპეციალურად მაკოლეი კალკინისათვის დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის რეჟისორი კრის კოლუმბუსი როლზე დასამტკიცებლად ასამდე პატარა ბიჭს განიხილავდა, კალკინმა მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოახერხა.

მაკოლეი ერთადერთი კალკინი არაა ფილმში. კევინის ბიძაშვილი, პატარა ბიჭი სათვალეებით, სინამდვილეში მაკოლეის უმცროსი ძმაა.

კევინი მაინც ვერ შეძლებდა ოჯახთან ერთად გაფრენას. ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ, რომ მისი კუთვნილი “ამერიკან აირლაინის" თვითმფრინავის ბილეთი ნაგვის ურნაში გდია. ეს ალბათ, მცირედი შეცდომის ბრალია.

კევინის“ საბრძოლო გეგმა" თავად მაკოლეი კალკინის შედგენილია.

კალკინს რეალობაშიც ეშინოდა მძარცველის როლის შემსრულებლის, ჯო პესკის ( ფილმში ჰარი). ეს შემთხვევითი არაა, რეჟისორმა აღნიშნული მეტი ბუნებრივობისთვის გამოიყენა.

მაკკალისტერებს სახლი რეალურია და ის აბენდშინების ოჯახს ეკუთვნის. შენობა ილინოისის შტატში, ვინეტკაში, ლინკოლნის გამზირის 671-ში მდებარეობს. რეალურია სახლის ინტერიერიც და გადაღებებისას იქ თითქმის არაფერი შეუცვლიათ.

გახსოვთ ეს სცენა? აქ ობობა ნამდვილია, თუმცა კივილი არა. მსახიობმა ობობის შეშინება არ ისურვა და ხმა მხოლოდ მოგვიანებით დაადეს კადრს.

კევინის ხის სახლი სპეციალურად გადაღებებისთვის ააგეს.

ფილმი, რომლის ნაწყვეტებსაც კევინი პიცის კურიერისა და მძარცველების შესაშინებლად იყენებს, რეალურად არ არსებობს. გამოყენებული შავ-თეთრი კადრები სპეციალურად “მარტო სახლში"-ს გადაღებებისთვის შექმნეს.

ფილმის გადაღებებისას ერთ-ერთ დუბლში ჯო პესკიმ მართლაც უკბინა მაკოლეი კალკინს თითზე და ნაიარევი ახალგაზრდა მსახიობს დღესაც ატყვია.