მოპარული ბავშვობა: პატარების ტრაგიკული ისტორიები და მშობლები, რომლებსაც უნდოდათ, შვილები ვარსკვლავებად ექციათ | Allnews.Ge

მოპარული ბავშვობა: პატარების ტრაგიკული ისტორიები და მშობლები, რომლებსაც უნდოდათ, შვილები ვარსკვლავებად ექციათ

როგორ ანგრევს ბავშვის ფსიქიკას მშობლის ახირება იმის თაობაზე, რომ ვარსკვლავად აქციოს თავისი შვილი? ტრაგიკული ისტორიები დაგანახებთ, თუ რამდენად ცუდ გავლენას იქონიებს ბავშვზე იმ მომავლის აწყობა, რომელიც მას საერთოდ არ სურს და რა საზღაურის გადახდა მოუწიათ სინამდვილეში სტატიის გმირებს.

 

ლინდსი ლოჰანი

  • ლინდსიმ კარიერა სამი წლის ასაკში დაიწყო. თავიდან მოდელად მუშაობდა, შემდეგ ტელესერიალებზე გადაერთო. 11 წლის ასაკში კომედიურ ფილმში „ხაფანგი მშობლებისთვის“ ითამაშა, რამაც კინოინდუსტრიაში გზა გაუხსნა. ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ლინდსისთვის „საზიზღარი გოგონები“ აღმოჩნდა, რის შემდეგად 16 წლის ვარსკვლავს თავს არ ანებებდნენ პაპარაცები. აქედან დაიწყო მისი წარუმატებლობა. გარდატეხის ასაკი და სტრესი პირველი წარუმატებელი როლის მიზეზიც გახდა. ოვაციებისა და შექებების შემდეგ ლოჰანმა ანტიპრემია „ოქროს ჟოლო“ მიიღო კომედიისთვის „კოცნა წარმატებისთვის“ 2006 წელს. იმავე პერიოდში მსახიობმა დაიწყო ანონიმური ალკოჰოლიკების ჯგუფში სიარული, ხოლო ერთ წელიწადში რეაბილიტაციას გადიოდა ნარკოდამოკიდებულების კლინიკაში. შემდგომ დააკავეს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოკატასტროფის გამო. გადასაღებ მოედანზე ნივთებს იპარავდა, რასაც მოჰყვა გამოსასწორებელი სამუშაოები მორგში. ლინდსის რეპუტაცია ბოლომდე შეილახა და ვარსკვლავზე დღეს უკვე, მსახიობის სტატუსის ნაცვლად, სხვა კუთხით საუბრობენ.
[object Object] [object Object]

მაკოლეი კალკინი

  • მაკოლეის ისტორია კომედიური ფილმის „მარტო სახლში“ გამოსვლას უკავშირდება, რომელმაც ყველას შეგვაყვარა თავი. თუმცა ეს კლასიკური მაგალითია ბავშვის ტრაგიკული ბედის, რომელმაც პოპულარობა ვერ აიტანა. 1993 წელს მას შანსი მისცეს, დრამატულ ფილმში „კარგი შვილი“ მიეღო მონაწილეობა, თუმცა პატარა ბიჭმა პოპულარობის გამო არნახული მილიონიანი ჰონორარები მოითხოვა პროექტებში მონაწილეობის სანაცვლოდ, მისი მშობლები კი შვილის ფინანსების განკარგვისგან გამოწვეული კონფლიქტის გამო ერთმანეთს ეყრებოდნენ. კალკინი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ფილმებში გადაღებაზე იმ იმედით, რომ მშობლები გაარკვევდნენ ფინანსურ საკითხებს. მშობლები საბოლოოდ გაეყარნენ ერთმანეთს, თანხაც უკვე გაზრდილ მაკოლეის დარჩა, თუმცა კინოინდუსტრიას აღარ სურდა მასთან თანამშრომლობა. მსახიობი გახდა პრეპარატებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული, სულ მალე კი 17 წლის მსახიობზე, რეიჩელ მაინერზე დაქორწინდა, რომელსაც ორ წელიწადში გაეყარა. 2012 წელს  მაკოლეის სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რაც დეპრესიით იყო გამოწვეული მსახიობ მილა კუნისთან ურთიერთობის დასრულების გამო, თუმცა მისი დროულად გადარჩენა ჰქონდა, მსახიობი დღემდე რეაბილიტაციის კურსებს გადის.
[object Object] [object Object]

განაგრძეთ კითხვა

myquiz