სად გაქრა ბრენდან ფრეიზერი? - "მუმიის" მთავარი გმირის ტრაგიკული ცხოვრება , რომელსაც უდიდეს წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ | Allnews.Ge

სად გაქრა ბრენდან ფრეიზერი? - "მუმიის" მთავარი გმირის ტრაგიკული ცხოვრება , რომელსაც უდიდეს წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ

2000 -იანი წლების დასაწყისში ბრენდან ფრეიზერი ჰოლივუდში ერთ -ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად ითვლებოდა. ჩვენ ყველას გვახსოვს პერსონაჟი “ჯორჯი ჯუნგლებიდან" ან და მამაცი რიკ ო'კონელი ლეგენდარული ფილმიდან “მუმია". მაგრამ უცებ ის გაქრა დიდი ეკრანებიდან და ყველას აინტერესებს, თუ რა დაემართა ერთ დროს ძალიან ცნობილ მსახიობს.

ბრენდან ჯეიმს ფრეიზერი დაიბადა შეერთებულ შტატებში. მისი დედა მუშაობდა გაყიდვების კონსულტანტად, მამა კი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელი იყო. ბრენდანმა 1990 წელს დაამთავრა კორნიშის ხელოვნების კოლეჯი და შემდეგ გადავიდა ჰოლივუდში. სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ის სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის ჟონგლიორიც იყო სუპერმარკეტში.

flat750x1000075f-1632042065.jpg

პირველი ფილმი, რომელშიც ფრეიზერი ასრულებდა მთავარ როლს, იყო "გაყინული კალიფორნიელი". ის 90 -იან წლებში ლოს-ანჯელესში გამოღვიძებული ნეანდერტალელის თავგადასავალს მოგვითხრობს.

ბევრი კრიტიკოსი კომედიას სულელურს უწოდებდა და ფილმის რეიტინგებიც დაბალი იყო. ამას მოჰყვა რამდენიმე მთავარი როლი ნაკლებად დასამახსოვრებელ ფილმებში, როგორიცაა "სკოლის კავშირები", "ცარიელი თავები" და "ბნელი შუადღე".

letterboxd-1-1632042179.jpg

პოპულარობა 28 წლის მსახიობს 1997 წელს მოუტანა ფილმმა "ჯორჯი ჯუნგლებიდან". ჯუნგლებში გაზრდილი კაცის თავგადასავლების ისტორიამ, რომელიც ოსტატურად დაფრინავს ხეებზე და მეგობრობს მოლაპარაკე გორილასთან, დაიპყრო მაყურებელი მთელს მსოფლიოში, საერთო ჯამში კი შემოსავალი 174 მილიონი დოლარი.

” ვუყურებ საკუთარ თავს და ვხედავ მხოლოდ მოსიარულე სტეიკს”, - ხუმრობდა ბრენდანი თავის სპორტულ ფორმაზე, რომლის გამოც ნახევარი წელი მკაცრ დიეტაზე იყო და ვარჯიშობდა ყოველ დღე 1 საათი.

ბევრს ასევე ახსოვს ბრენდანი კომედიაში "აფეთქება წარსულიდან", სადაც მისი გმირი დაიბადა და გაიზარდა მიწისქვეშა თავშესაფარში და მხოლოდ 35 წლის ასაკში გავიდა პირველად ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ სურათმა კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო, მაყურებელს ფილმი მოეწონა.

0480c490-1402-11eb-9fff-fa6847fc4817-1632042261.jpg

ფრეიზერის სამსახიობო ნიჭზე ბევრს საუბრობდნენ, მაგალითად, ფილმის "ღმერთები და მონსტრები" გამოსვლის შემდეგ, ერთმა კრიტიკოსმა მას "არაღიარებული, მაგრამ გამორჩეული" უწოდა.

ბრენდანის საუკეთესო დრომ 1999 წელს ჩამოჰკრა, როდესაც სტივენ სომერსმა ის სათავგადასავლო ფილმში "მუმია" გადაიღო. თავდაპირველად, როლი შესთავაზეს ტომ კრუზს, ბრედ პიტს და ბენ აფლეკს, მაგრამ როდესაც რეჟისორმა და პროდიუსერმა ნახეს ფრეიზერი ფილმში “ჯორჯი ჯუნგლებიდან" ეჭვი არ შეჰპარვიათ, მამაცი ავანტიურისტის რიკ ო'კონელის როლს სწორედ ის შეეფერებოდა.

“მუმია" 90-იანი წლების ნამდვილი ჰიტი გახდა, ფრეიზერი კი ყველასთვის საყვარელი მსახიობი.

themummyreturns-1632042402.jpg

მუმიას შემდეგ ბრენდანმა მონაწილეობა მიიღო ფილმში “დადლი სამართლიანი", რომელიც კრიტიკოსებს დიდად არ მოეწონათ და შემქმნელებმაც მხოლოდ ზარალი ნახეს. შემდეგი იყო კომედიური ფილმი “სურვილებით შეპყრობილი" 2000 წელს, სადაც ფრეიზერმა ელიზაბეტ ჰერლისთნ ერთად ითამაშა. ფილმი ჩვეულებრივ, შეუმჩნველ მამაკაცზეა, რომელიც ეშმაკთან გარიგებას დებს ქალის გამო, რომელიც მოსწონს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი შემოსავლიანი იყო, მანაც არაერთგვაროვანი კომენტარები მიიღო. 2001 წლის დასაწყისში კი გამოვიდა ფილმი “მაიმუნის ძვალი", რომელმაც სრული კრახი განიცადა და 75 000 000 დოლარიან ბიუჯეტში მხოლოდ 7 000 000 შეაგროვა. 2001 წელს მუმიას მეორე ნაწილი გამოვიდა, რომელმაც ასევე კარგი შემოსავალი მოუტანა პროექტს, აი მისი შემდეგი ფილმები კი ნამდვილი იმედგაცრუება იყო. “თავის ცხენად ვგრძნობდი ორუელის “ცხოველების ფერმიდან", რომლის ცხოვრებაც მხოლოდ მუშაობით, მუშაობით და მუშაობით შედგებოდა.- იხსენებს მსახიობი.

2021091814313389693-1632042468.jpg

ამის შემდეგ მსახიობს კონფლიქტი მოუვიდა ჰოლივუდში გავლენიან პირთან და მისმა კარიერამაც დაღმასვლა დაიწყო. ფრეიზერს დეპრესია და ეწყო და დროებით შესვენების აღება მოინდომა.

2008 წელს გამოვიდა “მუმია: დრაკონების იმპერატორის სამარხი", რომელმაც მართალია შემოსავალი საკმაოდ კარგი მიიღო, თუმცა ფილმის მესამე ნაწილი ბევრს არ მოეწონა, ჯერ იმიტომ, რომ მთავარმა გმირებმა ეგვიპტიდან ჩინეთში გადაინაცვლეს და იმიტომ, რომ მსახიობი რეიჩელ ვეისი ჩაანაცვლეს.

d51ba2a4c8d71b195b51ffacaaf4f93b-706x397-1632042569.jpg

ფრეიზერი ფილმში ილეთებს თვითონ ასრულებდა და ტრავმების გარეშე არ დარჩენილა. ტკივილის შესამსუბუქებლად გადაღებებზე ტანსაცმლის ქვეშ ყინულის პაკეტები ედო, შემდეგ კი 7 წელი საავადმყოფოებში დადიოდა და ოპერაციებს იკეთებდა მუხლებზე, ხმოვან კვანძებზე და ხერხემლზე. ყოველივე ამან მომავალში გამოიწვია წონის მომატება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz