"ყველაზე ლამაზი პარასკევა" - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი მსახიობი? | Allnews.Ge

"ყველაზე ლამაზი პარასკევა" - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი მსახიობი?

თითქმის ყველასთვის ნაცნობია რობინზონ კრუზოს ისტორია. ზოგმა ის დენიელ დეფოს ცნობილი რომანიდან შეიტყო, ზოგმა-ფილმების გმირების საშუალებით. უამრავი სურათი არსებობს, რომელიც გადაღებულია ცნობილი რომანის მოტივების მიხედვით.

მაგრამ მათ შორის ყველაზე საყვარელი იტალიური ფილმი გახდა, რომელიც ეკრანებზე 1976 წელს გამოვიდა. მთავარი როლი კომედიაში "სენიორ რობინზონი", ცნობილმა იტალიელმა კომიკოსმა პაოლო ვილაჯომ შეასრულა .

mv5bnwfhzji3n2ytodnkmy00mjcxlthhywutzdm3mmvinwu0m2rhxkeyxkfqcgdeqxvynjg4mtmymju-1682932400._V1_.jpg

ამჯერად, ამ ფილმის შემქმნელებმა, გადაწყვიტეს ოდნავ შეეცვალათ სიუჟეტი, კერძოდ, პარასკევას როლის შემსრულებელი, არა მამაკაცი (როგორც ეს რომანშია), არამედ ქალია. შესაძლოა ამანაც შეუწყო ხელი ფილმის ასეთ წარმატებას.

il-signor-robinson-film-1976-1682932386.jpg

ritaglio-paolo-villaggio-e-zeudi-araya-film-robinson-1682932828.webp

პარასკევას როლი შეასრულა მსახიობმა ზეუდი არაიამ. ბრწყინვალე კარიერას მან თავისი მომხიბვლელი გარეგნობით მიაღწია.

არაია ეთიოპიაში დაიბადა. სამშობლოში სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც გზა გაუხსნა ნათელი მომავლისკენ. ერთხელაც იგი პროდიუსერმა კლაუდიო გიგიოლიმ შეამჩნია და იტალიაში მიიწვია სამუშაოდ.

თავდაპირველად გოგონა მოდელად მუშაობდა და რეკლამებში იღებდნენ. მოგვიანებით კინოში მიიღო როლები. მისი პირველი როლი სამსახიობო კარიერაში იყო ლუიჯი სკატინის ეროტიკულ კომედიაში.

2064959-1682932510.jpg

გოგონას მამა არ მიესალმებოდა ასეთ შემოქმედებას, რადგან იგი ცნობილი პოლიტიკოსი იყო და ეშინოდა, რომ მის რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებდა.

2020080813503090773-1-1682932612.jpg

დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. მსახიობს უკვე ბევრად სერიოზულ როლებს სთავაზობდნენ. "სენიორ რობინზონის" გარდა, ზეუდი არაია გადაიღეს არანაკლებ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა "ნეაპოლის დეტექტივი" და "დღის დასაწყისი".

არაიამ კინოკარიერას დღეს უკვე თავი დაანება. ჯერ კიდევ 90-ებში ტელე და კინოპროდიუსერობას მიჰყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში მან წარმატებებს მიაღწია.

2020080813462590773-1682932694.jpg

წლები მიდიოდა და ყველაზე ლამაზი პარასკევას გარეგნობაც იცვლებოდა. დღეს, 46 წლის შემდეგ ძნელია მასში ამოიცნო ის გოგონა, რომელიც ასე შეუყვარდა მაყურებელს. ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან ყველას წლები გვემატება, ასაკში შევდივართ, და ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ღირსეულად უნდა მივიღოთ.

mv5bmgyynjaymjktmzgwnc00zdjiltgyztmtywfkzwrlndjkymexxkeyxkfqcgdeqxvynduzotq5mjy-1682932915._V1_.jpg

წყარო

myquiz