წარმოუდგენელი სიმდიდრე- სამეფო ოჯახი, რომლის ქონება 16-ჯერ მეტია, ვიდრე ბრიტანელი მონარქების | Allnews.Ge

წარმოუდგენელი სიმდიდრე- სამეფო ოჯახი, რომლის ქონება 16-ჯერ მეტია, ვიდრე ბრიტანელი მონარქების

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონება დაახლოებით 88 მილიარდი დოლარია, თუმცა, როგორც CNBC წერს, უინძორები სულაც არ არიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მონარქები - ტიტულის მფლობელი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახია. ოჯახი, სადაც 15 000-მდე წევრია (რეალურად კი ქონების დიდი ნაწილის მფლობელი დაახლოებით 2 ათასია), 1.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს, რაც დაახლოებით 16-ჯერ აღემატება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონების ფასს.

ტრილიონერი არაბები საკუთარი ქონების შესახებ საუბარს მუდმივად ერიდებიან, თუმცა მათი ცხოვრების გამაოგნებელი სტილის, პირადი თვითმფრინავების, მდიდრული იახტების, შატოებისა და ოქროს ავეჯით მორთული სასახლეების შესახებ მსოფლიო მედია ხშირად წერს. ამასთან, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრები აფინანსებენ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასაც.

  მათ ქონება ნავთობის უდიდესი რეზერვების ხარჯზე დააგროვეს - ძვირფასი წიაღისეული 75-ზე მეტი წლის წინ, მეფე აბდულაზიზ იბნ საუდის ტახტზე ყოფნისას აღმოაჩინეს. ქვეყნის ხელისუფლება ფლობს ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კომპანიას Saudi Aramco, რომლის ღირებულება 2 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია საუდის არაბეთის მეფე სალმანი, რომელმაც ტახტზე ძმა, აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი შეცვალა. აბდულა 2015 წელს გარდაიცვალა. მეფე სალმანი

მეფემ ქვეყნის მმართველობის დიდი ნაწილი შვილს, მომავალ მეფეს მოჰამედ ბინ სალმანს გადააბარა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, მოჰამედ ბინ სალმანმა ცოტა ხნის წინ და ვინჩის 450 მილიონ დოლარად შეფასებული ტილო, 500 მლნ დოლარიანი იახტა და 300 მლნ დოლარად ღირებული ფრანგული შატო შეიძინა. ის, ასევე, ფლობს 2 სახლს ლონდონში და ვილას ესპანეთის სამხრეთ სანაპიროზე.

CBS News-თან ინტერვიუში პრინცმა განაცხადა, რომ ქონება მისი პირადი საქმეა და ხელგაშლილი ცხოვრების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი

„მე მდიდარი ადამიანი ვარ. არც განდი ვარ და არც ნელსონ მანდელა. მე ვარ მმართველი ოჯახის წევრი, რომელიც საუდის არაბეთი დაარსებამდე ასობით წლით ადრეც არსებობდა, “ - აღნიშნავს პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი. მისი მტკიცებით, ქონების 51%-ს ქველმოქმედებისთვის ხარჯავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი სახლი აქვს გიორგი ფხაკაძეს თბილისში  როგორი იქნება მდიდრული კურორტი საუდის არაბეთში, რომელიც უდაბნოში მოეწყობა (ფოტოები)  მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობით - ვინ არიან ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი კაცები  პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)