როგორი იქნება მდიდრული კურორტი საუდის არაბეთში, რომელიც უდაბნოში მოეწყობა (ფოტოები) | Allnews.Ge

როგორი იქნება მდიდრული კურორტი საუდის არაბეთში, რომელიც უდაბნოში მოეწყობა (ფოტოები)

საუდის არაბეთში ბოლო რამდენიმე წელია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტების მოზიდვაა.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტია კურორტის, Sharaan-ის განვითარდება, რომელიც შარაანის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. კურორტის განვითარების გეგმა ფრანგმა არქიტექტორმა ჟან ნოველმა შეადგინა.

მისი თქმით, კურორტი ერთდროულად უნდა იყოს თანამედროვე და ამასთან ისტორიას შერწყმული. არქიტექტორმა დაცული ტერიტორიის ფლორა და ფაუნა შეისწავლა და მიზნად დაისახა, რომ კურორტი არ იყოს ზედმეტად თვალშისაცემი და არ შეცვალოს ნაკრძალის ბიომრავალფეროვნება.

 CNN-ის ინფორმაციით, კურორტის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. კურორტზე ერთდროულად დასვენებას ნომრებში 40 ადამიანი შეძლებს. ამასთან, ასევე მოეწყობა 3 კერძო ვილა.

სასტუმროს ნომრების უმეტესობა კლდეში მოეწყობა და გარემოსგან მასიური მინებით გაიმიჯნება.

 

myquiz