პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო) | Allnews.Ge

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებს ვაჟი შეეძნათ. სასიხარულო ინფორმაციას იოანე ბაგრატიონი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

იოანემ პირველ შვილს, მამის ბაგრატ ბაგრატიონ მუხრანელის სახელი დაარქვა. პრინცის მამა 2017 წელს ესპანეთში გარდაიცვალა.

"დღეს 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი. გილოცავთ ყველას ნათლისღებას!" - წერს იოანე ბაგრატიონი და ახალშობილის ფოტოსაც ავრცელებს.

ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია.

მის ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა და 2018 წელს მეორე ქორწილი გადაიხადეს და სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს.

ქორწილს ევროპული სამეფო ოჯახებიდან მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ..

myquiz