ადამიანი, რომლის ქონებაც მეცნიერებმა ვერ დათვალეს - 10 უმდიდრესი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში | Allnews.Ge

ადამიანი, რომლის ქონებაც მეცნიერებმა ვერ დათვალეს - 10 უმდიდრესი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში

თქვენი აზრით, ვინ უფრო დიდ ქონებას ფლობდა - როკფელერი თუ ჩინგიზ ხანი? გამოცემა "Time"-მა ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ეკონომისტებისა და ისტორიკოსების გუნდთან მუშაობის შედეგად, გამოცემამ ერთმანეთს შეადარა სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიული პიროვნებების ქონება და მათი ათეული გამოავლინა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეათე ადგილს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ჩინგის ხანი იკავებს. მის ძირითად ქონებას რა თქმა უნდა, მიწები წარმოადგენდა, აურაცხელი რაოდენობის მიწები, რომელსაც მონღოლეთის იმპერიის ყაენი იპყრობდა.

მეცხრე ადგილზეა ბილ გეითსი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება 126 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"თაიმის" რეიტინგში მერვე ადგილი ალან რუფუსმა დაიკავა, რომელიც ინგლისის მეფის, უილიამ დამპყრობლის ნათესავი იყო. რუფუსი მე-11 საუკუნეში ინგლისის ქონების 7 პროცენტს ფლობდა. ის 1093 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება 11 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, რაც დღეს 194 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მეშვიდე ადგილზე კომპანია "სტანდარტ ოილის" დამფუძნებელი ჯონ როკფელერია, რომელმაც 341 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება ნავთობბიზნესით დააგროვა.

მეექვსე ადგილი კომპანია US Steel-ს მფლობელმა, ყველა დროის ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ენდრიუ კარნეგიმ დაიკავა.

სიაში მეხუთე ადგილზე მოულოდნელად აღმოჩნდა იოსებ სტალინი. რეიტინგის ავტორები ამას იმით ხსნიან, რომ სტალინი აკონტროლებდა უმდიდრეს ქვეყანას და შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საბჭოთა კავშირის მაშინდელი ეკონომიკური წარმოება დღეს 7,5 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.

იგივე მიზეზით მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა მე-16 საუკუნის ინდოელი იმპერატორი აქბარ პირველი, რომელიც ასევე მსოფლიო ეკონომიკური წარმოების 25 პროცენტის მფლობელი იყო.

ლიდერების სამეულს იწყებს ჩინეთის იმპერატორი შენ ცუი, რომელიც ქვეყანას მე-11 საუკუნეში მართავდა. იმპერატორი მსოფლიო ეკონომიკური წარმოების 25-30 პროცენტს ფლობდა იმ პერიოდში. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

ყველა დროის 10 ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველი

ჩინეთის ყველაზე მდიდარი სოფელი, სადაც "ღარიბი ოჯახის" ქონება 400 000 დოლარია

ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა გამდიდრებისთვის

   

myquiz