ჩინეთის ყველაზე მდიდარი სოფელი, სადაც "ღარიბი ოჯახის" ქონება 400 000 დოლარია | Allnews.Ge

ჩინეთის ყველაზე მდიდარი სოფელი, სადაც "ღარიბი ოჯახის" ქონება 400 000 დოლარია

 

1961 წელს დაარსებული სოფელი სახელწოდებით, "ცისქევეშეთის სოფელი №1" ჩინეთის ყველაზე მდიდარი სოფელია, სადაც ყველაზე "ღარიბი ოჯახის" ქონება 400 000 დოლარს უტოლდება. სოფლის ყველა მოსახლე კორპორაცია "ჰუასის სოფლის" აქციონერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სოფელში არსებული ყველა კომპანიის შემოსავლის მეხუთედს იღებენ.

შემოსავლის დარჩენილი ნაწილი სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ხმარდება.

ჩინელების მტკიცებით, ჰუასი - სოციალისტური სოფლის მოდელს წარმოადგენს.

2011 წელს, სოფელში 328 მეტრიანი ცათამბჯენი ააშენეს, რომელის გასხნაც დასახლების 50 წლისთავს მიეძღვნა.

ჰუაისიში მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების პარკია განთავსებული, სადაც ყველა ცნობილი შენობის ასლია თავმოყრილი. მაშ შორისაა, თეთრი სახლი, პარიზის ტრიუმფალური თაღი, სიდნეის ოპერა, ჩინეთის დიდი კედელი და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული, შენობების დათვალიერება საჰაერო ტურითაც არის შესაძლებელი, რა დროსაც, ვერტმფრენი ან საჰაერო ტაქსი თქვენთვის სასურველ ადგილებში გადაგაფრენთ.

 

myquiz