10 რამ მამაკაცის გარდერობიდან, რაც ქალებს ძალიან აღიზიანებთ | Allnews.Ge

10 რამ მამაკაცის გარდერობიდან, რაც ქალებს ძალიან აღიზიანებთ

არსებობს ტანსაცმელი, რომლებიც ქალებს უბრალოდ არ მოსწონთ. მაშინაც კი, თუკი მატ ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ჩაიცვამს, გულის სიღრმეში, მაინც არ მოეწონებათ:

ზედმეტად მოტკეცილი ჯინსები

რა თქმა უნდა, ვიწრო ჯინსებში ცუდი არაფერია, მაგრამ, როდესაც ისინი ქალის ე. წ. ლეგინსებს წააგავს, მიმზიდველი აღარაა.

ზედმეტად ამოღებული მაისური

თუკი ჩვეულებრივი V-ს მსგავსი ჭრილი ყველას მოსწონს, ზედმეტად ამოღებული “დეკოლტე" მამაკაცზე სულაც არაა სექსუალური.

ულტრამოკლე შორტები

დღეს მამაკაცის მოკლე შორტები მოდაშია, მაგრამ ბეწვიან ფეხებზე მოკლე შორტების დანახვა სულაც არაა ლამაზი.

მაისურები უაზრო ხუმრობებით

მაისური დიდი ლოზუნგით ან წარწერით საკუთარი თავის რეკლამას უფრო ჰგავს. უმჯობესია უბრალო, მაგრამ ხარისხიანი მაისური აირჩიოთ და არა სხვისი ბანალური აზრებით დამშვენებული.

მაისურზე მოცმული ჟილეტი

როგორც წესი, ჟილეტებს მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმებზე იცვამენ. ის მამაკაცები, კი რომლებიც გარდერობის ამ ნაწილით საკუთარი ჩაცმულობის “გამოცოცხლებას " ცდილობენ, ძალიან ცდებიან. ქალებს ეს დიდად არ მოსწონთ.

დიდი ზომის კოსტიუმი

კოსტიუმი, რომელიც ტომარასავით ზის მამაკაცზე მიმზიდველი სულაც არაა.

განაგრძეთ კითხვა