იცით, საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და რა იყო მათი თავდაპირველი მნიშვნელობა? | Allnews.Ge

იცით, საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და რა იყო მათი თავდაპირველი მნიშვნელობა?

მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე-სეგინგი, სულ ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო, მიუხედავად უფროსი თაობის აღშფოთებული, ხმამაღალი კომენტარებისა. საიდან მოდის ასეთი უცნაური მოდა? რატომ იყო სეგინგი რეპისა და ჰიპ-ჰოპის ეპოქის ახალგაზრდობის კულტი?

წარმოშობის ვერსიები: უფროსების გამონაცვალი შარვლების ტარება და კრიმინალი აშშ-ში ჩაჩაჩული შარვლები 90-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. მოულოდნელად ღარიბი გარეუბნების აფროამერიკულმა ახალგაზრდობამ ძალიან ჩაჩაჩული შარვლების ტარება დაიწყო. მოდის ისტორიკოსები ამ ტრადიციის წარმოშობის ორ ვერსიას ვარაუდობენ:

2021052022162290773-1622107336.jpg

პირველი ვერსიის თანახმად, თავდაპირველად ჩაჩაჩული შარვლები მიანიშნებდა აფროამერიკული წარმოშობის ბავშვების და მოზარდების ღარიბი ოჯახებიდან წარმომავლობაზე. ისინი იძულებული იყვნენ უფროსების მიერ გამონაცვალი დიდი ტანსაცმელი ეტარებინათ. ამ ვერსიით, აფროამერიკული გეტოების უკვე წამოზრდილმა ბავშვებმა გადაწყვიტეს ჩაჩაჩული შარვლები თავის "ფიშკად" ექციათ. სეგინგი პროტესტული კულტურის ელემენტი გახდა. ასე გამოირჩეოდნენ "ცუდი ბიჭები" (ღარიბი აფროამერიკული ქალაქის რაიონებიდან), სუფთად და მდიდრულად ჩაცმული თეთრებისგან.

მეორე ვერსიით ითვლება, რომ სეგინგი ჩაისახა, როგორც ციხის კულტურის ელემენტი. პატიმრებს ეკრძალებოდათ ქამრების ტარება (რათა შეემცირებინათ სუიციდისა და ციხის გარჩევების რისკი), ამის გამო შარვალი იჩაჩებოდა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ აფროამერიკელებმა შეგნებულად დაიწყეს შარვლების ასე ტარება. ეს იყო კოდი, საბჭოთა და რუსი პატიმრების ლურჯი ტატუს მსგავსად. გარეგნობის მიხედვით გასაგები ხდებოდა, რომ აღნიშნული პირი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო. ასე იქცეოდნენ ნარკოტიკების წვრილმანი დილერები, ქუჩის ბანდები და ისინი, ვისაც რამოდენიმეჯერ ჰქონდა მოხდილი პატიმრობა.

unnamed-1622107489.jpg

კანონთან პრობლემების გამოცდილებაც, როგორც წესი ჰქონდათ. ამიტომ ბევრ სხვა სიგიჟესთან ერთად, რეპ-კერპებმა დაიწყეს ჩაჩაჩული შარვლების ტარება გეტოს სტილში. სეგინგი რეზონანსშია რეპ-კულტურასთან: პროტესტი "მაძღარი და სუფთა" თეთრების წინააღმდეგ, ეპატაჟურობა, ქალაქის გარეუბნების განსაკუთრებული სამყაროს წარმომადგენლობის დემონსტრირება...და მოძრაობის და ქცევების შენელება, რომელიც რეპისა და ჰიპ-ჰოპისთვისაა დამახასიათებელი.

რეპ-შემსრულებლების პოპულარობის აფეთქებამ 90-იან წლებში, გამოიწვია ის, რომ თავიანთი კერპების კვალდაკვალ მათმა თაყვანისმცემლებმაც მსგავსად დაიწყეს ჩაცმა. ძალიან მალე სეგინგი გეტოს კრიმინალური რაიონების ჩარჩოებიდან გავიდა და მოდური ტრენდი გახდა. უკვე მდიდარი და შეძებული ოჯახების შვილებმაც (კანის ფერს მნიშვნეობა არ ჰქონდა) დაიწყეს ჩაჩაჩული შარვლების ტარება. უფროსი თაობის ამერიკელები საკმაოდ მტკივნეულად და აგრესიულად რეაგირებდნენ ამ ეპატაჟზე.

chance-the-rapper-gq-0916-02-1622107621.jpg

ფლორიდაში ბავშვებს ეკრძალებათ ასეთი შარვლებით სიარული. 2012 წელს, აფროამერიკელი, რომელიც სასამართლოში ჩაჩაჩული შარვლით მივიდა, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო 3 დღით ციხეში ჩასვეს. აფროამერიკელების ბევრმა საზოდადოებრივმა ორგანიზაციამ სცადა კანონმდებლობით აეკრძალა სეგინგი, ხედავდნენ რა მასში კრიმინალური კულტურის პროპაგანდას. მაგრამ ცენტრალურ დონეზე კანონპროექტი მიღებული არ იქნა. სეგინგი, ისევე როგორც ბევრი სხვა ახალგაზრდული სუბკულტურა, ვერ გაანადგურეს.

ახალი ტალღა 90-იანი წლების ბოლოს მოდა ჩაჩაჩული შარვლებზე თანდათანობით ბუნებრივად გადავიდა. ამ სუბკულტურის მატარებლები გაიზარდნენ და აღარ აღიზიანებდნენ უფროსებს. მაგრამ 2010 წელს სეგინგის პოპულარობის ახალი აფეთქება მოხდა. თინეიჯერების საკულტო შემსრულებელმა, ჯასტინ ბიბერმა გადაწყვიტა რომანტიული "ტკბილი ბიჭუნას" იმიჯს დამშვიდობებოდა და თავი ეცადა R’n’B-ში ( რიტმ-ენდ-ბლუზი — პოპულარული აფრო-ამერიკული მუსიკის ჟანრი) და ახალი იმიჯის ძიებაში აირჩია ეპატაჟური ჰიპ-ჰოპის გარეგნობა: კეპი, ტატუ და ჩაჩაჩული შარვალი.

justin-bieber-saggy-pants-1-main-2-1622107708.jpg

ჯასტინ ბიბერის კვალდაკვალ მისი მიბაძვით დაიწყეს ჩაცმა მისმა თაყვანისმცემლებმაც. შემდეგ კი სეგინგი ისევ გახდა მსოფლიო მოდური ტრენდი. თანდათან ეს თაობაც გაიზარდა. მოდაში კვლავ შარვლები მაღალ წელზე შემოვიდა. მაგრამ სტილის ცალკეული ფანატები, განსაკუთრებით აშშ აფროამერიკულ მოსახლეობას შორის, აგრძელებენ სეგინგის ერთგულებას. ახლა ის უკვე მიანიშნებს არც კრიმინალურ წარსულზე, არც სიღარიბეზე-უბრალოდ ჩაცმულობის ერთ–ერთი სტილია. 2019 წელს იგი კვლავ გამოჩნდა მოდურ პოდიუმებზე.

Intermedia.ge

myquiz