ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"
პოპულარულ თურქულ სერიალ "თავქარიანში“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე ბებიის გმირი, აზიზე ასლანბეია. ის არის მკაცრი იმიჯის ქალი, რომლის ვიზუალი და ქცევები, არა მხოლოდ სერიალის გმირებს, არამედ მაყურებელსაც აშინებს.
აზიზეს როლს თურქი მსახიობი აიდა აქსელი ასრულებს, რომელიც აბსოლუტური ანტიპოდია თავისი გმირის და მათ შორის, ვიზუალური თვალსაზრისით. აიდა მართლაც შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობის წყალობით, სერიალში სრულიად სახეცვლილი გვევლინება.
აიდა აქსელი 58 წლისაა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველ ქმარს 90-იან წლებში დაშორდა, მეორედ ათილა აქინჩიოღლუზე დაქორწინდა. წყვილი15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთად.
სამწუხაროდ, ათილა 2010 წელს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და ეს უმძიმესი ტრაგედია იყო ოჯახისთვის, რომელმაც აიდას სამსახიობო კარიერაზეც მოახდინა გავლენა.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მსახიობი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარს ამბობდა სატელევიზო პროექტებში დაბრუნებაზე და საერთოდ, ტელეეკრანზე გამოჩენისგან თავს იკავებდა.
აიდა აქსელს ორი შვილი ჰყავს. ქალიშვილი და ვაჟი - ლეილა და ეფე, რომლებიც დედის მთავარი გულშემატკივრები არიან.
ხშირად აკითხავენ დედას გადასაღებ მოედანზე, მასთან ერთად დადიან ფილმის სხვადასხვა ფესტივალებსა და დაჯილდოების ცერემონიებზე. ლეილა თავადაც დედის კვალს ადგას, ის თეატრის მსახიობი და ტელეწამყვანია. განაგრძეთ კითხვა