პირველი "სპორტდარბაზები" მსოფლიოში- ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სპორტული ინვენტარი XIX საუკუნის ბოლოს | Allnews.Ge

პირველი "სპორტდარბაზები" მსოფლიოში- ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სპორტული ინვენტარი XIX საუკუნის ბოლოს

ტრენაჟორების ფუძემდებლად შვედი ფიზიოთერაპევტი გუსტავ ზანდერი ითვლება. მან მე-19 საუკუნის ბოლოს დააარსა ე.წ. მექანოთერაპია - ფიტნესი რთული მექანიზმების გამოყენებით. 1857 წელს ზანდერმა შექმნა ტრენაჟორები. ამ მოწყობილობების უმეტესობა მოძრაობაში ორთქლის გამოყენებით მოჰყავდათ. მოგვიანებით, უკვე 1890-იანებში, ორთქლი ელექტრობამ შეცვალა.

გუსტავ ზანდერის ტრენაჟორები წარმოუდგენლად პოპულარული იყო. ევროპაში 300-ზე მეტი ზანდერის "ინსტიტუტი" გაიხსნა. "ტიტანიკზეც" კი იყო ტანვარჯიშის დარბაზი, სადაც მექანოთერაპიით შეიძლებოდა დაკავება.

ქვემოთ მოცემული გამოსახულებები აღებულია 1892 წელს გამოცემული წიგნიდან "ექიმ გ.ზანდერის მედიკო-მექანიკური ტანვარჯიში".

ზოგერითი მათგანი ძალიან უცნაურად გამოიყურება:

გაიძლიერეთ სისხლის მიმოქცევა დაღლილ და ცივ ფეხებში ტერფების მასაჟით.

2023022300045890773-1677319421.jpg

სკოლაში დამღლელი დღე გქონდათ? სხეულის ცოტაოდენი გაჭიმვა და მალე შვებას იგრძნობთ.

2023022300095290773-1677319450.jpg

ასევე იხილეთ: როგორ უნდა მიიღოთ ვარჯიშისგან მაქსიმალური შედეგი

სხეულის გაჭიმვა დიაგონალურ მოწყობილობაზე.

2023022300102890773-1677319470.jpg

მუცლის პრესის ტრენაჟორი.

2023022300163290773-1677319515.jpg

ეს ტრენაჟორი სასარგებლოა ხელების, მხრებისა და ზურგისთვის.

2023022300244390773-1677319536.jpg

იხილეთ სრულად