როგორ უნდა მიიღოთ ვარჯიშისგან მაქსიმალური შედეგი | Allnews.Ge

როგორ უნდა მიიღოთ ვარჯიშისგან მაქსიმალური შედეგი

როგორ უნდა მიიღოთ ვარჯიშისგან მაქსიმალური შედეგი

1. გააუმჯობესეთ აზიდვები

ბოდიბილდინგის სულისჩამდგმელმა, ჩარლს ატლასმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაამტკიცა, რომ სუსტი აღნაგობის ადამიანს შეუძლია ათლეტი გახდეს. ატლასი უპირატესობას ისეთ ვარჯიშებს ანიჭებდა, რომელშიც საკუთარი წონა იყო ჩართული. მთავარია აზიდვების კეთებას ისე მიაჩვიო საკუთარი სხეული, რომ ნებისმიერ ჯერზე მარტივად შეგეძლოს ვარჯიშის შესრულება.

 

2.მოაგვარეთ წყლის სმის პროცესი

 არ გამოცადოთ საკუთარ თავზე ახალი სპორტული სასმელი. დიეტოლოგ მეტ ფიცჯერალდის განცხადებით, ვარჯიშისთვის, რომელიც ერთ საათს გრძელდება, სულ არაა საჭირო შესვენებებზე სითხის მიღება. მცირე ოდენობით წყალში გახსნილი ნატრიუმი ვარჯიშამდე, და მეტი არც არაფერი გესაჭიროებათ.

 

3. დააბალანსეთ საუზმე

ადრეული საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაპეზია. ამ დროს იძლევა საუკეთესო შედეგს ხილის და ბოსტნეულის მიღება. არც იოცნებოთ ყავაზე და კრუასანებზე. შაქარი და კოფეინი კორტიზოლის მოქმედებას უწევენ სტიმულაციას, ჰორმონს, რომელსაც "დიდ მუცელს" უწოდებენ.

4. ან სწორად გააკეთე ან საერთოდ არ გააკეთო

დატვირთვის არასწორი განაწილება დაჭიმულობებით, ტრავმებით და არასიმეტრიული კუნთის განვითარებით სრულდება. იმუშავე ჩაჯდომების და გაჭიმვების გაუმჯობესებაზე. თხოვე მწვრთნელს, რომ გაჩვენოს, როგორ შეასრულო ზუსტად კონკრეტული სავარჯიშო.

5. ჯანსაღი საკვები

სპორტსმენების რაციონის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ არცერთი მათგანი არ ეუბნება უარს ტკბილეულს, ნახევარფაბრიკატებს და ფასტ ფუდს, მაგრამ მათი მენიუს ძირითად შემადგენელს სრულყოფილი კერძები შეადგენენ ბოსტნეულით, ხორცით, თევზით და რძის პროდუქტებით. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი კარგი ხარისხის უნდა იყოს.

6. იგრძენი საკუთარი სხეული

არანაირი სავარჯიშო პროგრამები და მოწყობილობები არ გაგაგებინებენ იმაზე უკეთ საკუთარი პროგრესის შესახებ, ვიდრე პირადი მგრძნობელობა. თუ მორიგი აზიდვისას ტვინი გეუბნება, რომ მეტს ვეღარ შეძლებს, მოუსმინეთ მას და შეეშვით ვარჯიშს. თავად სხეული მიგანიშნებთ როდის მოუმატოთ წონა შტანგას და გადახვიდეთ უფრო მძიმე ჰანტელებზე.

7. მოდუნდი და იმხიარულე

ვარჯიში უნდა გსიამოვნებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე მოგბეზრდება და შედეგიც შეიძლება მალევე დაივიწყო. ამიტომ ვარჯიშის წინ ყოველთვის სათანადოდ განეწყვე.

 

8. არ დაგავიწყდეს აღდგენა

დამღლელი ვარჯიშის შემდეგ ორდღიანი წოლითი რეჟიმი არ უნდა მოიწყო. ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღდგენითი პროცესი აქტიური დასვენების რეჟიმში უნდა მიდიოდეს: რამდენიმე კილომეტრი სირბილი, გაწელვები, ველოსიპედით სიარული და იოგა.

 

9. გამოიყენე ის, რაც შენ შეგეფერება

მსუბუქი ბოტასები, მსუნთქავი სპორტულები - რამდენ რამეს შემოგთავაზებენ სიამოვნებით, როდესაც ფულს იხდი. ამიტომ ყოველთვის ჩაიცვი ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ. კომფორტულად ხარ შენს ძველ კედებში? ჰოდა, ვარჯიშის დროს სწორედ ისინი ჩაიცვი.

10. აქციე სპორტი ჰობად

უწყვეტი სპორტული ჩართულობა შენს ორგანიზმს მიაჩვევს, რომ ეს მხოლოდ ზაფხულიდან ზაფხულამდე არ ხდება. მიუხედავად იმისა, თუ რა დატვირთვას მიიღებ, მაინც უნდა ადგე და იმ დღეს, რა დღესაც გქონდა ვარჯიში დაგეგმილი, არ გადადო და ივარჯიშო. თუ სხეული მუდამ საქმეშია, პროგრესი გაცილებით სწრაფად და მარტივად მიღწევადი ხდება.