5 ქვეყანა, რომელიც შეიძლება მალე გაქრეს- რომელ ქვეყნებს ეუმქრებათ განადგურება გლობალური დათბობის გამო? | Allnews.Ge

5 ქვეყანა, რომელიც შეიძლება მალე გაქრეს- რომელ ქვეყნებს ეუმქრებათ განადგურება გლობალური დათბობის გამო?

გლობალური დათბობა და წყლის დონის მატება კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ზღვის დონის მატების გამო შესაძლოა მილიონიანი ქალაქები განადგურდეს და უამრავ ადამიანს აგდასახლება მოუწიოს.

გლობალური დათბობის შედეგად სავსებით შესაძლებელია, რომ რამდენიმე პატარა სახელმწიფო, რომელიც ზღვის დონიდან 1-2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სრულიად გაქრეს.

წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომელბიც შეიძლება რამდენიმე ათწლულში გაქრეს.

მალდივის რესპუბლიკა

conrad-maldives-rangali-island-1657606780.jpg

მალდივის რესპუბლიკა ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სამხრეთით მდებარეობს, დაახლოებით, ათასამდე კუნძულზე. საერთო ფართით – 300 კვადრატული კილომეტრი. ცხოვრობს 500 000-მდე ადამიანი. კუნძულების ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2 მეტრზე მდებარეობს.

იხილეთ: მალე მალდივებზე მსოფლიოში პირველი მოტივტივე ქალაქი გაჩნდება

სოლომონის კუნძულები

fb000b03-e4a9-40f9-be4f-5328bea3ca65-1657607411.jpeg

სოლომონის კუნძულები წყნარ ოკეანეში მდებარეობს და 30 000 კვადრატურ ტერიტორიას მოიცავს. გლობალური დათბობის გამო ქვეყნის 990 კუნძულიდან უმეტესობას დაბორვა ემუქრება. სოლომონის კუნძულების მოსახლეობა 560 000 ადამიანია.

ტუვალუ

0979b94382198b1b1372e497167ce567-1657606930.png

კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც ზღვაში გაუჩინარება ემუქრება, ტუვალუა. 9 კუნძულსა და 25 კვადრატულ კილომეტრზე განფენილი სახელმწიფოს ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 5 მეტრია. ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში ან ფიჯიზე გადასახლდებიან.

იხილეთ:აგანგაშო ინფორმაცია- ნახეთ როგორი იქნება დედამიწის ლანდშაფტი 2500 წელს?

კირიბატი

globalpedia-hero-kiribati-1-1657606964.jpg

რესბუბლიკა კირიბატი წყნარ ოკეანეში, 33 კუნძულზეა განფენილი და იქ, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ კუნძულ-სახელმწიფოს ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 81 მეტრია.

ნაურუ

12-10-nauru-01-1657607073.jpg

სახელმწიფო ნაურუ სულ ერთი კუნძულისაგან შედგება. წყნარ ოკეანეში ჩაკარგულ ამ კუნძულზე სულ 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მაღალი წერტილი აქ ზღვის დონიდან 2 მეტრს არ აღემატება.

იხილეთ: რა ელის მსოფლიოსა და საქართველოს თუ პლანეტაზე არსებული ყველა მყინვარი დადნება (ფოტოები)

myquiz