მალე მსოფლიოში პირველი მოტივტივე ქალაქი გაჩნდება - როგორი იქნება მცურავი ქალაქი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო? | Allnews.Ge

მალე მსოფლიოში პირველი მოტივტივე ქალაქი გაჩნდება - როგორი იქნება მცურავი ქალაქი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო?

გლობალური დათბობა და ზღვის დონის მატება საფრთხეს მთელს მსოფლიოს უქმნის. ზღვის დონის თუნდაც რამდენიმე ათეული სანტიმეტრით მომატებამ შესაძლოა მილიონიანი ქალაქების დატბორვა გამოიწვიოს და ადამიანებს მათი დატოვება აიძულოს. ეს საფრთხე განსაკუთრებით ძლიერია ისეთ ქვეყნებში, რომლების ზღვის დონესთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

მათ შორისაა მალდივის კუნძულები, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და 1190 მცირე ზომის კუნძულისგან შედგება. იმ შემთხვევაში თუ ზღვის დონე 1 მეტრით აიწევს მალდივები წყლის ქვეშ აღმოჩნდება და ქვეყანა უბრალოდ „გაქრება“.

oceans-pro-11-18-1-1656407567.jpg

ამ საფრთხის გამო მალდივების ხელისუფლებამ მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებთან ერთად მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც მალდივის კუნძულებთან ახლოს მოტივტივე ქალაქის აშენებას გულისხმობს.

l-2022-02-12-112838-h461yclzwbexitq83v9oukgnad5srp27mjf-en-1656407593.jpeg

CNN-ის ინფორმაციით, მოტივტივე ქალაქის მშენებლობა სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 2024 წელს ის უკვე შეძლებს პირველი მოსახლეების მიღებას. 2027 წელს კი „მცურავი სახელმწიფოს“ მშენებლობა დასრულდება.

როგორც ცნობილია, მოტივტივე ქალაქი ერთმანეთთან დაკავშირებული 5 000-ზე მეტი მცირე კუნძულისგან შეიქმნება. საერთო ჯამში მასში ცხოვრებას 20 000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს.

mfc-1920-resize-md-1656407633.png

aa-1656407664.png

CNN წერს, რომ მოტივტივე ქალაქს ყველა ის მახასიათებელი და ფუნქცია ექნება, როგორიც ჩვეულებრივ ქალაქებს აქვთ. ის მზის პანელების მეშვეობით საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებას დამოუკიდებლად შეძლებს.

პროექტის მთავარი არქიტექტორი კოეან ალთიუსი იმედოვნებს, რომ მოტივტივე ქალაქი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იქნება.

voafxvb7r0icygx9zd91600tr-1656407730.jpg

myquiz