რამდენი ადამიანი ესწრებოდა აქციას "შინევროპისკენ" ? - ნახეთ რუსთაველზე 20 ივნისს შეკრებილთა სავარაუდო რაოდენობა | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი ესწრებოდა აქციას "შინევროპისკენ" ? - ნახეთ რუსთაველზე 20 ივნისს შეკრებილთა სავარაუდო რაოდენობა

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა მთავარი ლოზუნგი საქართველოს პრო-დასავლური კურსისა და ქვეყნის ევროპული მომავლის ხაზგასმა იყო.

როგორც ვნახეთ, აქცია საკმოად ბევრი ადამიანი ესწრებოდა.

საინტერესოა ვნახოთ, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო დემონსტრაციაში მონაწილეობა?

289587194-5370202449712935-7347594814030415859-n-1655787961.jpg

ზუსტი რაოდენობის გაგება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დაახლოებითი რაოდენობა გავიგოთ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში გამართულ აქციას?

eu-protest-tbilisi-19-06-22-1655787979.jpg

სპეციალური პლატფორმის მიხედვით, რომელიც სივრცისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით დათვლის საშუალებას იძლევა, რუსთაველზე 20 ივნისს შეკრებილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 100 000-ს აღმატებოდა.

თუ ვივარაუდებთ, რომ ქაშუეთის ეკლესიიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე მაქსიმალური სიმჭიდროვე იყო, პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, 1კვადრატულ მეტრზე 5 ადამიანი ავიღოთ. ამ გამოთვლით გამოდის, რომ მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო.

საერთო ჯამში, კი შეკრებილთა რაოდენობა 100 000-ს აღწევს.

დანარჩენ სივრცეებში კი სიმჭიდროვე განსხვავებულია და განლაგების შესაბამისად გათვალისწინებულია 2-3 ადამიანი.

289252074-5370236049709575-1216994491902347811-n-1655788006.jpg

myquiz