ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მხარდასაჭერად ათიათასობით ქართველი შეიკრიბა - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში გამართულ აქციას? | Allnews.Ge

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მხარდასაჭერად ათიათასობით ქართველი შეიკრიბა - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში გამართულ აქციას?

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ქუჩებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა მას შენდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს.

„საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით ფრიალით, საქართველოს პარლამენტის წინ, აქციაზე სახელწოდებით „წინ ევროპისკენ“, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა,“ - წერს „ფრანს-პრესი“.

გამოცემის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მცდელობა, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, დიდი ხანია აღიზიანებს კრემლს და დაძაბულობამ კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

“ევრონიუსის“ კი წერს, რომ თბილისში გამართული აქციის მიზანი ბრიუსელისთვის სიგნალის გაგზავნა იყო იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა განიხილონ, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

გამოცემა წერს, რომ ევროპულმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის "ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის" შეთავაზებას, სტატუსის, რომელსაც იურიდიული ღირებულება არ აქვს.

myquiz