ტკივილებისგან განკურნების უნიკალური ტექნიკა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
ტერფები მთელი დღის მანძილზე ძლიერ დატვირთვას განიცდიან. ძალიან ხშირად, ადამიანების უმრავლესობა საღამოობით ფეხების დაღლილობასა და სიმძიმის შეგრძნებას უჩივის, აღნიშნული პრობლემა უმეტესად ქალებს აწუხებთ, რომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებით ხიბლავთ ...
ტერფის მასაჟი პირველ რიგში, სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, ხოლო თუ მას სისტემატურად გაიკეთებთ, ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებთ.
რეფლექსოლოგიის პრინციპის თანახმად, ტერფებზე ძირითადად ის წერტილებია განლაგებული, რომლებიც მთელი ორგანიზმის სწორად მუშაობაზეა პასუხისმგებელი.
ფეხის მასაჟი, სხეულის სხვადასხვა ორგანოს ტკივილის მართვაში დაგეხმარებათ! სპეციალური ზონების სტიმულაციის შედეგად, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, რაც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს.
ფეხის მასაჟი
ფეხებზე განლაგებული ნერვული დაბოლოებები - განკურნების ეფექტური საშულებაა! აღმოსავლურ მედიცინაში, ტერფისა და თითების მასაჟი პანაცეად ითვლება. საღამოობით ასეთი პროცედურის ჩატარებით, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ძილის დროს თქვენ სრულყოფილად დაისვენებთ, დილით კი, ახალი ენერგიით აღსავსე გაიღვიძებთ ...
ქვემოთ მოყვანილი ვიდეო ნათლად აგიხსნით, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ სწორად ფეხის მასაჟი. ეს არ არის მხოლოდ სასარგებლო თერაპია, ეს ძალიან - ძალიან სასიამოვნო პროცედურაცაა.