"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - უნიკალური პროექტი, რომელზეც კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ | Allnews.Ge

"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - უნიკალური პროექტი, რომელზეც კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ

კაცობრიობა ათასობით წლის მანძილზე ეძებდა უკვდავების ელექსირს, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ჯადოსნური სითხით სავსე ფლაკონი ვერ იარსებებდა. სიცოცხლის გახანგრძლივების იდეა დღემდე მუშავდება, მაგრამ ეძებენ არა რომელიმე კონკრეტულ წამალს, არამედ სურთ მაღალი ტექნოლოგიების მთელი კომპლექსი ჩააყენონ ამ იდეის განხორციელების სამსახურში.

კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ობრი დი გრეის აზრით, შესაძლებელი გახდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 1000 წლამდე გაზრდა, განსაკუთრებით განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში.

ეს იმდენად ოპტიმისტურად ჟღერს დღევანდელი რეალობისათვის, რომ რთულია ღიმილის შეკავება, მაგრამ ვცადოთ იმაში გარკვევა, რა აძლევს მას ამ უკიდურესი ოპტიმიზმის საფუძველს.

15047710924912920406-2019-07-31-g0rffz9tu7n-1-1648367787.jpg

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ დი გრეი მარტოსული "ჯადოქარი" სულაც არ არის, მის შეხედულებებს იზიარებს მეცნიერების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, რომლიც მუშაობს პროექტზე - "უმნიშვნელო დაბერების პროცესის სტრატეგია" (SENS). კებრიჯის ჭერქვეშ მიმდინარე ამ პროექტს დი გრეი ხელმძღვანელობს.

დაბერება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა რამდენადაც მედიცინა და გენური ინჟინერია განვითარების ახალ საფეხურებს იპყრობს და ყოვლისმომცველი ხდება, არაა გამორიცხული, რომ სიბერესაც ისევე ვებრძოლოთ, როგორც სხვა დაავადებებს.

დი გრეის აზრით, მათი პროექტის წყალობით ცივილიზაცია მიუახლოვდა ამ ეტაპს. ჯგუფი მიზნად ისახავს ყველა იმ ტექნოლოგიისა და ცოდნის, რომელიც შეიძლება გამოდგეს სიბერესთან ბრძოლის პროცესში, ერთ ადგილზე აკუმულირებას, მათ სისტემატიზაციას და ანალიზს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს არა მხოლოდ ბუნდოვანი იდეა, არამედ დეტალურად გათვლილი გეგმაა, რომელიც ეძებს კონკრეტულ გზებს სხვადასხვა ტიპის მოლეკულური და უჯრედული დაზიანებების აღსადგენად.

ამასთან, ის ძირითადი მეთოდები და გზები, რომლებსაც ამ ფუნქციის ათვისება შეუძლია, უკვე არსებობს პრაქტიკაში - ან პირველადი სახით არიან ჩართულნი კლინიკურ კვლევებში, ან ისინი წარმოადგენენ გარკვეული ტიპის ტექნოლოგიების საფუძველს. მთავარი საკითხი მათი გაერთიანება და სტრუქტურიზებაა.

960x0-2-1625390056-1648367844.jpg

"პროექტის ყველა ნაწილი შეიძლება იქცეს პრობლემის გადაწყვეტად. საცდელ ობიექტებზე ექსპერიმენტები 10 წელიწადში დასრულდება, შემდეგ კი, ასევე, 10 წელი იქნება საჭირო ადამიანებში ამის გადასატანად", - აღნიშნავს დე გრეი. ეს იდეა ვერ უზრუნველყოფს უკვდავებას, ადამიანები მაინც დაიღუპებიან სხვადასხვა უბედური შემთხვევების შედეგად - ავარიით, გრიპის ახალი სახეობით, გველის ნაკბენით, მაგრამ არა სიბერით. განაგრძეთ კითხვა

myquiz