დაუჯერებელი აღმოჩენები, რომლებიც გიგანტების არსებობას ადასტურებს | Allnews.Ge

დაუჯერებელი აღმოჩენები, რომლებიც გიგანტების არსებობას ადასტურებს

თანამედროვე მეცნიერება ხანგრძლივი დროის მანძილზე, ადამიანის ევოლუციას იკვლევს და თითქოს, ყველაფერი უკვე ცნობილია... თუმცა, გათხრების დროს გამუდმებით პოულობენ ისეთ რაღაცებს, რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებს.   სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში, ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ჩენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ამ წყაროების მიხედვით, გარეგნობით ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ (თუ არ ჩავთვლით ციკლოპებს, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, რომლებსაც შუბლზეც თვალი ჰქონდათ). ხოლო, თანამედროვე ევოლუციის თეორია, ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად საწინააღმდეგო აზრის არის. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ევოლუციის პროცესში, ადამიანის სიმაღლე კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. მაშინ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ დროდადრო, ხან აქ, ხან იქ, ჩნდება ინფორმაცია გიგანტი ადამიანების ჩონჩხის ფრაგმენტების ან ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ? ამ საკითხთან დაკავშირებით, მეცნიერება დუმს. ერთი რამ კი აშკარაა, ასეთი არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს პლანეტაზე, ერთ დროს, გოლიათები ნამდვილად ცხოვრობდნენ... გიგანტიზმი, ბუნებაში – რეალური და მეცნიერების მიერ აღიარებული მოვლენაა. უამრავი არქეოლოგიური გათხრა არის იმის მტკიცებულება, რომ დედამიწაზე, წარსულში, ძალიან დიდი ზომის ცხოველები ბინადრობდნენ. მაგ., ზავროპოდები, რომლებიც 200-85 მლნ. წლის წინ ცხოვრობდნენ და საშუალოდ, 15-35 ტ. იწონიდნენ. 2014 წ. არგენტინაში აღმოაჩინეს მასზე უფრო დიდი ზომის ცხოველის ჩონჩხი და ტიტანოზავრი უწოდეს, რადგან მისი წონა, დაახლოებით, 70-100 ტ. უნდა ყოფილიყო (შედარებისთვის, ამდენივეს იწონის 10 აფრიკული სპილო ერთად).

თუ დედამიწაზე არსებობდნენ ამ ზომის ცხოველები, რატომ არ შეიძლება, რომ ყოფილიყვნენ გოლიათებიც? მით უმეტეს, რომ უამრავი ინფორმაცია არსებობს, გიგანტური სიმაღლის მქონე ადამიანების ნაშთების აღმოჩენის შესახებ.

არქეოლოგიური გათხრების კვალდაკვალ

ინფორმაცია ანომალიური ზომის თავის ქალების, თუ ძვლების აღმოჩენის შესახებ, არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა ქვეყნის პრესის ფურცლებზე და ადამიანი-გიგანტების არსებობის კვალი, არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი, როგორც ამ, ისე წინა საუკუნეებში: 1877 წელს მაღაროელებმა, რომლებიც ევრიკას ოლქში (Eureka County, ნევადა, აშშ) ოქროს საბადოზე მუშაობდნენ, მუხლს ზევით გადატეხილი ფეხის ძვალი აღმოაჩინეს. ის კლდეში იყო განამარხებული და როდესაც ქანებიდან გამოათავისუფლეს, მიხვდნენ, რომ უჩვეულო რამ აღმოაჩინეს და ქალაქში ჩაიტანეს. ქვა, რომელშიც ფეხის ნაწილი იყო, კვარციტი აღმოჩნდა, ხოლო ძვალი მთლიანად გაშავებული იყო. ექიმებმა ძვალი დაათვალიერეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უსათუოდ ადამიანის უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ამ აღმოჩენაში ის იყო, რომ ძვლის სიგრძე, ტერფიდან მუხლამდე – 97 სმ-ს შეადგენდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კიდურის პატრონის სიმაღლე, სიცოცხლეში, 3 მ. და 60 სმ. იქნებოდა. ხოლო, როგორც კვლევებით დადასტურდა, კვარციტის ასაკი, რომელშიც ეს ძვალი იყო განამარხებული – 185 მლნ. წლის წინანდელი, ანუ იურული პერიოდის, («დინოზავრების ერის») დროინდელი იყო. ადგილობრივი გაზეთი არ დარჩენილა, ეს სენსაციური აღმოჩენა რომ არ გაეშუქებინა. ერთ-ერთმა მუზეუმმა მკვლევრების ჯგუფიც კი გაგზავნა ევრიკაში, მაგრამ ჩონჩხის სხვა ფრაგმენტები ვერ აღმოაჩინეს.

1911 წელს ნევადას შტატში (აშშ), ლავლოკის სიახლოვეს გუანოს მოპოვების დროს, აღმოაჩინეს 3, 5 მ. სიმაღლის ადამიანების ჩონჩხები. არქეოლოგების გაოცება კი, მათ სიახლოვეს აღმოჩენილმა ადამიანის ქვედა ყბამ გამოიწვია, რომლიც მინიმუმ 3-ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის ყბა.

გასული საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკაში, ფერმერმა სტოფელ კიოტცმა, თითქმის ვერტიკალური ქვის ზედაპირზე ადამიანის ფეხის ანაბეჭდი აღმოაჩინა, რომლის სიგრძე 1 მ. და 28 სმ. იყო. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ გოლიათმა როცა ქანს ფეხი დაადგა, ის ჯერ კიდევ რბილი იყო, ხოლო გამაგრების შემდეგ, გრანიტად გადაიქცა და გეოლოგიური პროცესების შედეგად, ვერტიკალური მდებარეობა მიიღო. ამ ზომის ფეხის პატრონი, სავარაუდოდ, 6 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

ის, რომ ამ სიმაღლის ადამიანები რეალურად არსებობდნენ, მტკიცებულებად არაბი მოგზაურის და მწერლის, იბნ ფადლანის (877-960) სიტყვებიც გამოდგება. როგორც ის ამბობდა, რომ ხაზართა მეფის ქვეშემრდომებმა მას ადამიანის 6 მეტრიანი ჩონჩხი აჩვენეს.

1930 წ. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის სარჩელს იხილავდა, რომლის მიხედვით, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს, XX ს. დასაწყისში, ათობით ათასი ადამიანის ჩონჩხის განადგურებაში ედებოდა ბრალი. როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, ჩონჩხების სიმაღლე, საშუალოდ, 3– 6 მ. იყო.

მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ პროცესი მხოლოდ იმის გამო იყო წამოწყებული, რომ 168 წლის ინსტიტუტისთვის რეპუტაცია შეელახათ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მათივე საცავიდან, ჩონჩხების განადგურების წინ, მოპარული, 130 სმ. სიგრძის ფეხის ძვალი წარმოადგინეს, სასამართლომ მოპასუხე მხარეს ძვლების განადგურების დოკუმენტის გამოქვეყნება დაავალდებულა. ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძვლების განადგურების ბრძანება მაღალი დონის ადმინისტრაციიდან მოდიოდა, რათა დარვინის ევოლუციური თეორია დაეცვათ.

«მთავარი იყო, არქეოლოგიების მიერ გაკეთებული აღმოჩენები, საიდუმლოდ დარჩენილიყო, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ამერიკაში მოსახლეობა, აზიიდან, ბერინგის სრუტის გავლით, 15 000 წლის წინ მოვიდა. სინამდვილეში კი, ამერიკის კონტინენტზე არსებობს ათასობით სამარხი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები აქ, ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდნენ. გიგანტური ადამიანების ნაშთების გარდა, უამრავი ლითონის არტეფაქტი არსებობს, რომელიც დღემდე არც რეგისტრირებულია და არც პრესისთვის არის წარდგენილი» – განაცხადა პროცესზე მოსარჩელე მხარეს ადვოკატმა.

1971 წელს ქვინზლენდელმა (ავსტრალია) ფერმერმა სტივენ ვოლკერმა, მიწის დამუშავების დროს, შემთხვევით, დიდი ზომის ყბა აღმოაჩინა, 5 სმ. სიგრძის კბილებით, რომელიც ადამიანს ეკუთვნოდა. თითქმის ანალოგიური აღმოჩენა გააკეთეს იგივე ავსტრალიაში, 1985 წელს. არქეოლოგიური გათხრების დროს, სხვადასხვა ნივთებთან ერთად, იპოვეს ადამიანის კბილი, რომლის სიგრძე 67 მმ. ხოლო, სიგანე, – 42 მმ. იყო. ასეთი კბილის პატრონის სიმაღლე, მინიმუმ 7, 5 მ. უნდა ყოფილიყო, ხოლო წონა - 370 კგ! კბილთან ერთად, აღმოაჩინეს ასევე არტეფაქტები: შრომის იარაღები, დანები და 9 კგ-იანი ცული.

თურქეთში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის განამარხებული ფეხის ძვალი, რომლის სიგრძე 120 სმ. იყო. ძვლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი პატრონი სიცოცხლეში, დაახლოებით, 6 მ. უნდა ყოფილიყო. ამჟამად, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, მხოლოდ 2004-2005 წლებში, 200-ზე მეტი ადამიანი-გიგანტის ჩონჩხია ნაპოვნი და მათ შორის, ყველაზე განსაცვიფრებლად, 2007 წელს ინდოეთის ჩრდ-დასავლეთში, პაკისტანის საზღვართან აღმოჩენილი ჩონჩხი ითვლება, რომლის სიმაღლე, სავარაუდოდ, 15 მ-ზე მეტი უნდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენამ მთელი სამეცნიერო სამყარო და მსოფლიო საზოგადოება შოკში ჩააგდო. თუმცა, სენსაციური აღმოჩენა მალევე გაასაიდუმლოეს.

წერილობითი წყაროები და არტეფაქტები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ჩენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ხოლო, პირველი სამეცნიერო ინფორმაცია, ადამიანი-გიგანტების შესახებ, ჰერადოტეს (ძვ. წ. აღრ 490 - 425 წწ.) ეკუთვნის. მისი ცნობით, ქ. ტეგეაში (ეკონომიკური და კულტურული ცენტრი ძველ საბერძნეთში) მჭედელმა, ჭის ამოთხრისას, ჩონჩხი იპოვა, რომლის სიმაღლე 2, 5 მ-ს აღემატებოდა. მისივე ინფორმაციით, სპარტაში 3, 5 მ. ჩონჩხი იპოვეს, რომელსაც ადგილობრივები გმირ-გოლიათად თვლიდნენ და როგორც თილისმას, ომებში თან ატარებდნენ.

ებრაელი ისტორიკოსი და მხედართმთავარი იოსებ ფლავიუსი (37 - 100 წწ), იმ ადამიანების ნაამბობს აღწერს, რომლებმაც ადამიანი-გიგანტები საკუთარი თვალით ნახეს: «მათი სხეულები უზარმაზარი იყო, ხოლო სახეები, ისე განსხვავდებოდა ჩვენი სახეებისგან, რომ მათი ხილვა ნამდვილად გასაოცარი იყო. ხოლო მათი ხმა, საუბრისას – ქუხილივით ისმოდა».

აქ მოყვანილი ცნობების გარდა, მსგავსი ინფორმაცია, სხვა ძველი ისტორიკოსების ნაშრომებშიც არის. ხოლო, თუ ჩვენს ეპოქასთან უფრო ახლო პერიოდის წყაროებს გადავხედავთ, ვნახავთ ესპანელი კონკისტადორების მიერ, მაიას ტომის ერთ-ერთ ტაძარში, გიგანტური ჩონჩხის აღმოჩენის ისტორიას, რომელმაც კორტესი (1485 - 1547) იმდენად გააკვირვა, რომ ის რომის პაპს გაუგზავნა. თუმცა, პაპს მისი საჩუქარი ნამდვილად ვერ გააკვირვებდა, რადგან იმ დროს ითვლებოდა, რომ დედამიწის პირველი მკვიდრები ბევრად უფრო მაღლები იყვნენ: ადამის სიმაღლე – 4 მ. იყო, ხოლო ევას – 3 მ. ამასთან, ეს მხოლოდ საეკლესიო თქმულება კი არა, იმ დროს, სამეცნიერო ვერსიად ითვლებოდა. იგივე აზრს იზიარებდა, თითქმის 250 წლის შემდეგ, შვედი მეცნიერი და ექიმი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი კარლ ლინე (1707-1778 წწ).

გარდა ამისა, ბიბლიის ერთ-ერთ აპოგრიფში ნათქვამია, რომ ნოემ კიდობანში, სხვებთან ერთად, ერთი გოლიათიც აიყვანა, რომელიც ცალკე ჰყავდა ჩაკეტილი და საკვები მასთან თვითონ მიჰქონდა. იმავე ტექსტში, ისიც არის ნათქვამი, რომ წარღვნის დროს, დანარჩენი გოლიათები დაიღუპნენ. ხოლო, მას შემდეგ, რაც ბუნება ჩაწყნარდა, გოლიათი ჩვეულებრივ ქალს დაუახლოვდა და მათ შვილებიც შეეძინათ. როგორც წყარო იტყობინება, ყოველი მომდევნო თაობის შემდეგ, გოლიათის შთამომავლების სიმაღლე სულ უფრო მეტად მცირდებოდა, ვიდრე გადარჩენილი, უკანასკნელი გოლიათის შთამომავალი, საბოლოოდ, ჩვეულებრივი ადამიანის სიმაღლის არ გახდა.

გოლიათებს შორის, ყველაზე ცნობილი გოლიაფი არის, რომელიც ისრაელის მეფემ, დავითმა დაამარცხა. ბიბლიის მიხედვით, გოლიაფის სიმაღლე 2, 77 მ. იყო. მისი სამხედრო აბჯარი დაახლოებით 420 კგ-ს იწონიდა, ხოლო ლახვარი – 50 კგ-ს. დელავერელი (აშშ) ინდიელების ლეგენდის მიხედვით, ძველ დროში, მისისიპის აღმოსავლეთით, ადამიანი-გოლიათები ცხოვრობდნენ, რომლებიც მათ საკუთარ მიწაზე არ ატარებდნენ. ბოლოს, ინდიელებმა ომი გამოუცხადეს გოლიათებს და ის ადგილები დაატოვებინეს. მსგავსი ლეგენდა აქვთ სიუს (ხალხები, აშშ-ს ჩრდ. შტატებში) ინდიელებსაც, რომლის მიხედვით, მათ მიწებზე თეთრი რასის გიგანტები მივიდნენ, რომლებიც მათ გაანადგურეს.

ერთ-ერთ ძველ წიგნში, სახელით – «ისტორია და ანტიკურობა», რომელიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება, არის ანგარიში კამბერლენდში (საგრაფო დიდ ბრიტანეთში) გიგანტური ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ: «გიგანტი მიწაში 4 იარდის (1 იარდი – 0, 9 მ) სიღრმეზეა ჩამარხული და სრულ საობრძოლო ეკიპირებაში არის. გვერდით უდევს ხმალი და საბრძოლო ცული. ჩონჩხის სიგრძე 4, 5 იარდია, ხოლო კბილების – 6, 5 დუიმი (1 დუიმი – 2, 5 სმ)».

ჩონჩხების და ისტორიული წყაროების გარდა, ადამიანი–გიგანტების არსებობის დამადასტურებელი, უამრავი ფაქტი არსებობს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, დღემდე შემონახული ნაგებობებია, რომელთა გრანდიოზული ზომები, თანამედროვე ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებთან, ნამდვილად რომ შეუთავსებელია. ამ ნაგებობებიდან, ფართო საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ეგვიპტის პირამიდებია, მაგრამ ყველაზე საოცარი, მაინც – ბაალბექის ტერასა (ლიბია) არის. ის ბეირუთის ჩრდ-აღმოსავლეთით, მისგან 85 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ოდესღაც, ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა დედამიწაზე. ადრე იმ ადგილზე ტაძრები იყო, ხოლო დღეს, დანგრეული და ყველასგან მივიწყებულია.

როდესაც ბაალბექი ხელახლა «აღმოაჩინეს», არქეოლოგების უმრავლესობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ის – სხვა არაფერია, თუ არა, არამიწიერი ცივილიზაციების ნაგებობა. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ინდონეზიის უძველეს გამოქვაბულში - "ყოველივე 45 ათასი წლის წინანდელი ადამიანების განვითარებაზე მიუთითებს“

 

ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში