ვარსკვლავების ორიენტაციასთან დაკავშირებული სკანდალური აღიარებები | Allnews.Ge

ვარსკვლავების ორიენტაციასთან დაკავშირებული სკანდალური აღიარებები

ბევრისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ სელებრითები საკუთარი პერსონის მიმართ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ და საკუთარი სკანდალური განცხადებებით ყველა შოკში ჩააგდონ.. ამ ერთგვარ "პიარ - ხრიკს" ოდესღაც ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმაც მიმართეს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი მათგანისთვის ეს ნაბიჯი სიმართლეზე მეტი იყო.

მარლონ ბრანდო

მრავალი თაობის გულთამპყრობელმა ღიად არაერთხელ აღიარა: "მე, ისევე როგორც ბევრ სხვა მამაკაცს, ჰომოსექსუალური გამოცდილება მქონდა, და ამის არ მრცხვენია."

მეგან ფოქსი

ფილმ "ტრანსფორმერების" ვარსკვლავს არასდროს დაუმალავს რომ მას როგორც კაცები, ასევე ქალები იზიდავდა. მეგანმა თავის ორიენტაციასთან დაკავშირებულ ათასგვარ ჭორ- მართალს საბოლოოდ, ნათელი "Esquire"- ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მოჰფინა, როდესაც განაცხადა: "დიახ, ეჭვგარეშეა, მე ბისექსუალი ვარ."

დრიუ ბერიმორი

2003 წელს, წითელ ხალიჩაზე მიცემულ ინტერვიუში დრიუმ განაცხადა: "მიზიდავენ თუ არა გოგოები? დიახ მიზიდავენ. მე თავს ყოველთვის ბისექსუალად ვთვლიდი."

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლის ბისექსუალობის შესახებ ალბათ ბევრს სმენია. ცნობილი ფაქტია, რომ ბრედ პიტთან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე მას ურთიერთობა წარმოშობით იაპონელ მსახიობთან და მოდელთან - ჯენი შიმიცუსთან ჰქონდა.

ლედი გაგა

ასევე ლედი გაგაც ბისექსუალი გახლავთ და პოპ - ვარსკვლავს ამის არც რცხვენია: "მე მიყვარს სექსი და ჩემთვის სულ არა აქვს მნიშვნელობა რომელი სქესისაა ჩემი პარტნიორი, აი, მხოლოდ ჩემს მეგობარ მამაკაცებს არ ესმით ეს. მათ აშინებთ ის ფაქტი რომ ქალები მომწონს, ხოლო მას შემდგ რაც ამის შესახებ იგებენ, თავს უხერხულად გრძნობენ და ცდილობენ დამარწმუნონ რომ ურთიერთობაში მესამე არ გვჭირდება."

ტომ ჰარდი

ტომ ჰარდიმ თავის დროზე გული არაერთ ადამიანს გაუტეხა, რომელთა შორის როგორც აღმოჩნდა, მამაკაცთა გულებიც მრავლად იყო: "თავის დროზე განურჩევლად ყველასთან ვფლირტაობდი, მიყვარდა სხეულის შეგრძნება, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს კაცის სხეული იქნებოდა თუ ქალის, მაგრამ ახლა, როდესაც უკვე 30 წელს გადავაბიჯე, ამ ექსპერიმენტების დასრულება მომიწია. შემიძლია მხოლოდ იმაში დაგარწმუნოთ, რომ მამაკაცთან ურთიერთობას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია... "