ჰომოსექსუალიზმი ანტიკურ სამყაროში- ითვლებოდა თუ არა ცოდვად ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა ძველ დროში | Allnews.Ge

ჰომოსექსუალიზმი ანტიკურ სამყაროში- ითვლებოდა თუ არა ცოდვად ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა ძველ დროში

იმ ფონზე, რაც ახლა ხდება ჩვენს დედაქალაქში, Tbilisi Pride-ის კვირეული გარშემო, რა დროსაც საზოგადოება ორად არის გაყოფილი, -ერთი ნაწილი სოლიდარობას გამოხატავს ლგბტქ+ თემის მიმართ და მიიჩნევს, რომ სექუალურმა უმცირესობებმა დიახაც უნდა გამოიხატოს პროტესტი და საზოგადოებას მიაწვდინოს ის პრობლემები, რაც მათ აწუხებს.

ხოლო მეორე ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ გამოსვლებს და ამბობს, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ეროვნული იდენტობის და მართლმადიდებლობის დაკნინებას, უპრიანი იქნება გავიხსენოთ ჰომოსექსუალიზმის ისტორია ძველ მსოფლიოში თუ საქართველოში და როდიდან ითვლება ცოდვად?

საბერძნეთი

tombofthediver-1625400179.jpg

ჰომო და ბისექსუალური ურთიერთობის ზოგიერთ ფორმას ძველ საბერძნეთშიც სავსებით ბუნებრივად მიიჩნევდნენ. ცხადია, ძველი საბერძნეთის მცხოვრებთა უმეტესობა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მაგრამ ჰომოსექსუალური კავშირები მამაკაცთა შორის არ ითვლებოდა არც სირცხვილად და არც ცოდვად, ზოგან კი (მაგ. სპარტაში), მოზრდილ მამაკაცსა და მოზარდს შორის ურთიერთობა სოციალურადაც იყო გაფორმებული.

მე–5 საუკუნეში ჩვ.წ, აღ-მდე ქალაქ თებეში (არ აგვერიოს ეგვიპტის თებეში). ყველაზე ძლიერი საბრძოლო ჯარი, სახელწოდებით "წმინდა რაზმი", რომელიც შედგებოდა ჰომოსექსუალი მამაკაცი წყვილებისგან. ელადის ლეგენდარული ისტორია მოწმობს, რომ ეს იყო ძალიან მამაცი და ნიჭიერი მეომრების ჯგუფი. ქსენოფონი წერდა: ”არ არსებობს უფრო ძლიერი ფალანგა, ვიდრე ის, რომელიც შედგება ერთმანეთის მოსიყვარულე მეომრებისგან” (ქსენოფონი ”კიროპედია”, VII).

111-1625400314.jpg

ლევქტრის ბრძოლაში (ძვ. წ. 371), სწორედ მათი წყალობით დამარცხდნენ ადრე უძლეველი სპარტელები, რომლებსაც რიცხვითი უპირატესობა ჰქონდათ

ყველა დაიღუპა ქერონეასთან მაკედონელების წინააღმდეგ ბრძოლაში (ძვ. წ. 338 წ.) ისე, რომ არავინ გაქცეულა და უკან არავის დაუხევია.

ძველი რომი

achillespatroclus-1625400443.jpg

საინტერესოა, რომ რომაელებს არ ჰქონდათ კონკრეტული სიტყვები, რომელიც გულისხმობდა ჰომო ან ჰეტეროსექსუალს . ანუ გენდერი არ იყო მათთვის გადამწყვეტი -მისაღები იყო თუ არა სექსუალური პარტნიორი.

ქორწინება ორ მამაკაცს ან ორ ქალს შორის აღიარებული იყო საზოგადოების მიერ. ცნობილია, რომ რამდენიმე იმპერატორი (მათ შორის ნერონი), დაქორწინებული იყო მამაკაცზე.

იაპონია

fl20130714x1a-1625400538.jpg

ერთნაირსქესიანთა სიყვარულის მიმართ ყველაზე მიმტევებელ ქვეყნად ითვლებოდა და სხვა უამრავი ხალხისგან განსხვავებით, ამ მოვლენას იაპონელები არასოდეს უწოდებდნენ სამარცხვინოს ან ბინძურს და მას თავისი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ელემენტად და განვითარებული ცივილიზაციის ნიშნად თვლიდნენ.

შუასაუკუნეების იაპონიაში სიყვარული ქალებისა და კაცების მიმართ ერთნაირად ნორმალურად ითვლებოდა, ერთი არ გამორიცხავდა მეორეს. ერთი სქესისთვის განსაკუთრებული უპირატესობის მინიჭება იშვიათად და უცნაურად ითვლებოდა. მხოლოდ ბიჭების მოყვარულ მამაკაცებს ეძახდნენ არა მათი ლტოლვის ობიექტის მიხედვით, არამედ განრიდების ობიექტის მიხედვით - ონნაგირაი (ქალთმოძულენი). სამურაებისა და რაინდთა წრეში, სადაც ყველაფერი მეომრული ღირსების კოდექსს ემორჩილებოდა, ყველაზე მეტად ერთგულება ფასობდა. პაჟი ან საჭურველთმტვირთველი ვალდებული იყო თავისი ბატონისგან ესწავლა ყველაფერი და მისი ღირსი ყოფილიყო. ბიჭის მიერ ბატონის ღალატი მკაცრად ისჯებოდა.

58e6a21f1500002100c7e60b-1625400608.jpeg

მესამე სპეციფიური ჰომოსექსუალური სუბკულტურა იყო თეატრალური სამყარო. ნოს და კაბუკის იაპონურ ტრადიციულ თეატრებში ყოველთვის ბევრი იყო ჰომოეროტიკა, ხოლო ახალგაზრდა მსახიობები ხშირად დიდებულთა, მათ შორის მმართველი სიოგუნების საყვარლები იყვნენ.

ინდოეთი და ჩინეთი

33294-viralizzo-main-1625400668.jpg

ჰომოეროტიზმი საკმაოდ გავრცელებული იყო ამ ქვეყნებშიც.ძველ დროში მათი კულტურა ნაკლებად ანსხვავებდა ჰომო ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებს.

უძველესი იურიდიული ინდური კოდექსი Arthashastra (ძვ. წ. IV ს.) ითვალისწინებდა ჯარიმას 48-დან 94 ერთეულამდე მამაკაცთა შორის სექსუალური ურთიერთობისთვის, ხოლო ქალებს შორის კავშირი 12-დან 24-მდე ფულადი ერთეულით ისჯებოდა, რაც ჰეტეროსექსუალურ დარღვევაზე ნაკლებს ითვალისწინებდა.

ჰომოსექსუალობის დევნა და დასჯა ინდოეთში მხოლოდ ინგლისელთა ბატონობამ მოიტანა. ისევე, როგორც იაპონიაში ქრისტიანობის გავრცელებას, ჰომოსექსუალური ურთიერთობების აკრძალვა მოჰყვა.

ინდოეთში ჰიჯრებს (hijra) „მესამე სქესად“ მიიჩნევენ მათი უმეტესობა თავს არ მამაკაცად მიიჩნევს და არც ქალად. ჰიჯრების საზოგადოება საკმაოდ მრავალფეროვანია - მათ შორის არიან დაბადებით მამაკაცები, რომელთაც ქალის გენდერული როლი აქვთ შეთვისებული (ატარებენ ქალის ტანსაცმელს, მიმართავენ ერთმანეთს ქალის სახელებით, ბაძავენ მათ სიარულისა და ლაპარაკის მანერით), ჰერმაფროდიტები (მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ჰიჯრების საზოგადოებაში მათ განსაკუთრებული ნიშა აქვთ სწორედ იმის გამო, რომ ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ანატომიური ნიშნების მატარებელნი არიან), კასტრატები, რომლებიც თავის გენიტალიებს ნებაყოფლობით სწირავენ მსხვერპლად ჰიჯრების მფარველ ქალღმერთს, ბაჰუჩარა მატას (Bahuchara Mata) და სხვ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz