ბავშვთა კვების წესი 3 წლიდან ზემოთ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს | Allnews.Ge

ბავშვთა კვების წესი 3 წლიდან ზემოთ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 161 მილიონი 5 წლამდე ბავშვი სიმაღლეში ისე ვერ იზრდება, როგორც საჭიროა, 50 მილიონი ბავშვი წონას ჩამორჩება, ხოლო 41 მილიონი კი სიმსუქნით არის დაავადებული.

თანამედროვე ბავშვები საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდიან. ეს ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული განვითარებისთვის. არასწორი კვება, ნაკლები მოძრაობა და მრავალი უსარგებლო, რაფინირებული პროდუქტის მიღება ბავშვის ნორმალურ განვითარებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან უნდა ამოვიღოთ

ბავშვი აუცილებლად უნდა მოარიდოთ გენმოდიფიცირებულ გაყინულ პროდუქტს. არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს სამი წლის ასაკიდან ბავშვს ყველაფრის ჭამა შეუძლია. თუმცა ასე როდია. მან უნდა იკვებოს მაქსიმალურად ჯანსაღად და სასარგებლოდ, მიიღოს ის აუცილებელი, რაც საჭიროა მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცილა, გარკვეული ცხიმები, ნახშირწყლები.

ცილა ძირითადი სამშენებლო მასალაა ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. ცხოველური წარმოშობის ცილები შეიცავენ უცვლელ ამინომჟავებს. ბავშვის მენიუში ცილის დაახლოებით 50% მიეკუთვნება ხორცს, თევზეულს, რძის პროდუქტებს, კვერცხს.

ცხიმები ენერგიის წყაროა, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმის ხარისხს.

მნიშვნელოვანია, ბავშვის რაციონში არ შედიოდეს ტრანსგენული ცხიმები, რომლითაც მრავალი მზა საკვებია გაჯერებული.

ბავშვისთვის სასარგებლო ცხიმებს შეიცავს თევზი (განსაკუთრებით, ზღვის სახეობები), მცენარეული ზეთი. განსაკუთრებულად სასარგებლოა ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა – ომეგა 3, რომელიც საკვებთან ერთად უნდა მიეწოდებოდეს ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვს. ომეგა 3-ის მთავარი წყაროა ცხიმიანი ზღვის თევზი, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტი. ბავშვი დედის რძესთან ერთადაც იღებს ამ ნივთიერებას და მას ასევე უმატებენ რძის ნაწარმში, რადგან ეს მჟავა კარგად აითვისება რძესთან ერთად.

რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს თევზის ქონს და რატომ არის იგი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი?

ომეგა 3 ცენტრალური ნერვული სისტების (თავის ტვინის) და მხედველობის განვითარებას უწყობს განსაკუთრებულად ხელს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ბავშვები წერა-კითხვას სწავლობენ, სამყაროს შეიცნობენ. ცოტა უფრო მოზრდილებში ასევე უწყობს ხელს გონებრივ პროცესებს, ასევე იმუნიტეტის გაძლიერებას, ამცირებს ალერგიულ და ანთებით პროცესებს.

ნახშირწყლებს მცენარეული საკვები შეიცავს, ხილი, ბოსტნეული. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა არ მიიღოს უსარგებლო ნახშირწყლები, რომლითაც გაჯერებულია ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი. ბავშვი უფრო უნდა მიეჩვიოს რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც არის ბოსტნეულში, ხილსა და მარცვლეულის ფაფებში. ისინი უჯრედისის წყაროა, რომელიც აუცილებელია ნაწლავებისთვის, ასევე მათში ბევრია ვიტამინი, მინერალები, ორგანული მჟავები.

იდეალურია ბავშვის რაციონის 1:1:4 სისტემით შედგენა, რომელშიც ამ სისტემით იქნება გადანაწილებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. 3-7 წლის ასაკში ბავშვი დღე-ღამეში 2000 კალორიას უნდა იღებდეს.

და ბოლოს, ასევე უმთავრესია სითხის მიღება. თუ ზრდასრული ადამიანისთვის სითხის დღიური ნორმა 2,5-3 ლიტრია, 3-7 წლის ასაკში ბავშვი 1,5 ლიტრ წყალს უნდა სვამდეს. მიაჩვიეთ თქვენი შვილი წყლის სმას და ჩათვალეთ, რომ გამარჯვებული ხართ. იხილეთ გაგრძელება

myquiz