ელისაბედ მეორე გარდაიცვალა - ვინ გახდება გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი? | Allnews.Ge

ელისაბედ მეორე გარდაიცვალა - ვინ გახდება გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი?

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია: "დე­დო­ფალ­მა მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა ნა­შუ­ა­დღევს ბალ­მო­რალ­ში. მეფე და დე­დო­ფა­ლი კონ­სორ­ტი ამ სა­ღა­მოს ბალ­მო­რალ­ში დარ­ჩე­ბი­ან და ლონ­დონ­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბი­ან". დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი მისი მე­უღ­ლის და ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გის, პრინ­ცი ფი­ლი­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 17 თვე­ში აღეს­რუ­ლა.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლი წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია.

ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.

ბრიტანული ტრადიციისამებრ მისი მემკვიდრე, დედოფლის ვაჟი ჩარლზი გახდება, რომელიც 73 წლისაა.

gettyimages-1175861027-scaled-1662659053.jpg

იხილეთ: როგორ შეხვდა დედოფალი ელისაბედ II პრინც ფილიპს, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა

დედოფალ ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის

myquiz