როგორ შეხვდა დედოფალი ელისაბედ II პრინც ფილიპს, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა: 74-წლიანი სიყვარულის ამბავი და მოხსნილი რეკორდი სამეფო ისტორიაში | Allnews.Ge

როგორ შეხვდა დედოფალი ელისაბედ II პრინც ფილიპს, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა: 74-წლიანი სიყვარულის ამბავი და მოხსნილი რეკორდი სამეფო ისტორიაში

დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ფილიპი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი იყო, რომლის მიმართ ყველა პატივისცემასა და სითბოს გამოხატავდა. პრინცი ფილიპი 9 აპრილს უინძორების სასახლეში 99 წლის ასაკში გარდაიცვალა და წყვილმა სამეფო ოჯახის ისტორიაში 74-წლიანი ქორწინებით რეკორდი დაამყარა.

ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ელისაბედისა და ფილიპის პირველ შეხვედრაზე წერენ.

გამოცემის თქმით, ელისაბედი 13 წლის ასაკში შეხვდა მომავალ მეუღლეს და ერთი ნახვით შეუყვარდა. ამ დროს 18 წლის ფილიპი საბერძნეთის პრინცი იყო, რომელიც საზღვაო ფლოტში აპირებდა კარიერის გაგრძელებას.

როგორც ამბობენ, ელისაბედის  ყურადღება მიიპყრო ფილიპის ვიკინგურმა იერმა - ქერა თმამ და ცისფერმა თვალებმა.

როგორც ცნობილია, შეხვედრა 1939 წელს, დარტმუთში გაიმართა, რომელსაც მეფე ჯორჯ VI, დედა დედოფალი და პრინცესა მარგარეტიც ესწრებოდნენ.

როგორც კი პრინცესას მშობლებმა მისი სიყვარულის შესახებ შეიტყვეს, მათ უარის თქმა სურდათ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ქორწინება ელისაბედის ასაკიდან გამომდინარე მყარი არ იქნებოდა. თუმცა, ისტორიამ აჩვენა, რომ მონარქების მეფე ჯორჯ VI-სა და დედა დედოფლის შიში ფუჭი აღმოჩნდა და პრინცმა ფილიპმა ქორწინება სიკვდილის ბოლომდე შეინარჩუნა.

"მათ ერთად იმოგზაურეს მთელ მსოფლიოში ავსტრალიიდან ამერიკამდე, აფრიკასა და ინდოეთში. ისინი თავიანთ მოვალეობებს ერთგულად ასრულებდნენ და ღიმილით უმსუბუქებდნენ ერთმანეთს საჯარო ცხოვრების ტვირთს. ფილიპი ელისაბედს ეძახდა "საყვარელ ლილიბეტს" და მათ ძალიან უყვარდათ ერთად ყოფნა",- წერს ბრიტანული მედია.

ისინი ერთად ყოფნის წვეულებებს ხშირად მართავდნენ. გასული წლის 20 ნოემბერს წყვილმა ქორწინებიდან 73 წლის იუბილეც აღნიშნა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz