როგორ ვისარგებლოთ მწვანე პასპორტის აპლიკაციით? იხილეთ მარტივი ინსტრუქცია | Allnews.Ge

როგორ ვისარგებლოთ მწვანე პასპორტის აპლიკაციით? იხილეთ მარტივი ინსტრუქცია

საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეურთდა. Georgia e-Health - აპლიკაციაა, რომელიც შეასრულებს ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.

17 ნოემბრიდან, EU Gateway-ის 49 სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ქართველებიც შეძლებენ გამოიყენონ ციფრული აპლიკაცია საკუთარი მწვანე სტატუსის დასადასტურებლად.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ, როგორც App store-დან, ისე Google store-დანაც. მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ QR კოდი და ვაქცინაციასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

  • ვაქცინაციის ჩატარების თარიღი და ვაქცინის ტიპი,
  • უკანასკნელად ჩატარებული PCR და ანტიგენის ტესტის შედეგები,
  • კორონავირუსის გადატანის შესახებ ინფორმაცია.

257939352-4551507774937117-34995-1637213357.jpg

როგორ ვისარგებლოთ მწვანე პასპორტის აპლიკაციით?

გადმოწერეთ აპლიკაცია:

iPhone- https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048?fbclid=IwAR3JVqIfqnBOEWoT9mokjOkgqJ_rkGQ-oTNY7OtBVEO9yrPEYcSnofc6WOo

Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth&fbclid=IwAR0o_VBpC0g8Um36swcxl_HaVsKeOyg0_u4brfYJTK1IBwAyxpBi6wBQ5V4

untitled-design-5-4-1637213371.jpg

„მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი” სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მათთვის ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზებთან სინქრონიზაციის პროცესიც და უახლოეს მომავალში მასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

რას ნიშნავს ევროკავშირის კოვიდპასპორტების ციფრულ სისტემასთან შეერთება?

myquiz