რას ნიშნავს ევროკავშირის კოვიდპასპორტების ციფრულ სისტემასთან შეერთება და რომელი ვაქცინებით აცრილები მიიღებენ დოკუმენტს - პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე | Allnews.Ge

რას ნიშნავს ევროკავშირის კოვიდპასპორტების ციფრულ სისტემასთან შეერთება და რომელი ვაქცინებით აცრილები მიიღებენ დოკუმენტს - პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კო­ვიდსერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის ციფ­რულ სის­ტე­მას შე­უ­ერ­თდა.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ქარ­თუ­ლი კო­ვიდ­პას­პორ­ტე­ბის აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ მი­ი­ღო.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში AMBEBI.GE –ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დო­კუ­მენ­ტი "სი­ნო­ვა­კით“, "სი­ნო­ფარ­მით“, ""ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ან "ფა­ი­ზე­რით“ სრუ­ლად აც­რილ პი­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

გთა­ვა­ზობთ პა­სუ­ხებს კო­ვიდ-პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე:

რა არის კო­ვიდ­პას­პორ­ტი?

კო­ვიდ­პას­პორ­ტი არის წიგ­ნა­კი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია COVID-19-ით მო­ქა­ლა­ქის და­ა­ვა­დე­ბის, გა­კე­თე­ბუ­ლი PCR ტეს­ტე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქის COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

სად შე­მიძ­ლია ავი­ღო კო­ვიდ­პას­პორ­ტი?

კო­ვიდ პას­პორ­ტის აღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სერ­ვის ცენ­ტრებ­ში. კო­ვიდ­პას­პორ­ტი უფა­სოა და მისი აღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ვი­ზი­ტის და­ჯავ­შნის გა­რე­შე.

დამ­ჭირ­დე­ბა კო­ვიდ­პას­პორ­ტი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს?

მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კო­ვიდ­პას­პორ­ტი უნდა წა­რად­გი­ნონ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა მისი აპოს­ტი­ლით და­მოწ­მე­ბაც, თუ ამას ითხოვს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა. მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერდს geoconsul.gov.ge

ერთი აც­რის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებ პას­პორ­ტს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი არის ორ­დო­ზი­ა­ნი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი დო­ზის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი კო­ვიდ­პას­პორ­ტი არ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და არ იქ­ნე­ბა ვა­ლი­დუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ არ მომ­ცეს აც­რის ბა­რა­თი. სად შე­მიძ­ლია ავი­ღო აც­რის ბა­რა­თი QR კო­დით?

თუკი აც­რის ბა­რა­თი ვერ აი­ღეთ ან და­კარ­გეთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვოთ იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სა­დაც ბოლო აცრა ჩა­ი­ტა­რეთ. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის QR კო­დის მო­ძი­ე­ბა ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ვებგ­ვერ­დზე covidpass.moh.gov.ge

თუ კი ერთი აცრა გა­ი­კე­თეთ სა­ზღვარ­გა­რეთ და მე­ო­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში?

აც­რის ბა­რა­თი შე­გიძ­ლი­ათ აი­ღოთ იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ბო­ლოს აი­ცე­რით. კო­ვიდ­პას­პორ­ტის აღე­ბას კი შეძ­ლებთ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებ­ში.

დას­ჭირ­დე­ბა თუ არა კა­რან­ტი­ნის გავ­ლა პას­პორ­ტის მქო­ნე პირს უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი აც­რილ მო­ქა­ლა­ქებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას იმოგ­ზა­უ­რონ თა­ვი­სუფ­ლად ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნის და კო­ვიდ-19-ის ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის წარ­დგე­ნის გა­რე­შე.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს მო­უ­წო­და, ყვე­ლა კო­ვიდ-პას­პორ­ტი­ა­ნის მოგ­ზა­უ­რო­ბა კა­რა­ტი­ნის გა­რე­შე უზ­რუნ­ველ­ყონ.

ვის შუძ­ლია აი­ღოს კო­ვიდ­პასტპორ­ტი?

კო­ვიდ­პას­პორ­ტის აღე­ბა შე­უძ­ლია არამ­ხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებს, არა­მედ რე­ზი­დენტ პი­რებ­საც, რომ­ლე­ბიც ბლო­კის რო­მე­ლი­მე წევრ ქვე­ყა­ნა­ში ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რო­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ვიდ­პას­პორ­ტის ჩა­მოტვირ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ი­და­ნაც.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ავიღოთ ე.წ. „მწვანე პასპორტი“ სხვადასხვა ობიექტებში შესასვლელად?

myquiz