როგორ ავიღოთ ე.წ. „მწვანე პასპორტი“ სხვადასხვა ობიექტებში შესასვლელად? - იხილეთ ინსტრუქცია | Allnews.Ge

როგორ ავიღოთ ე.წ. „მწვანე პასპორტი“ სხვადასხვა ობიექტებში შესასვლელად? - იხილეთ ინსტრუქცია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას:

კვების ობიექტებში; რესტორნებში; კაფეებში; ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე;

italy-prepares-to-expand-covid-green-pass-1636554817.jpg

მწვანე პასპორტი მოეთხოვებათ 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს და ტურისტებს. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

როგორ ავიღოთ ე.წ. „მწვანე პასპორტი“?

1. ე.წ. მწვანე პასპორტის ასაღებად უნდა გადახვიდეთ ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge, სადაც პირად მონაცემებს შეიყვანთ, რის შემდეგაც თქვენს მობილურ ტელეფონზე SMS კოდი გამოიგზავნება.

pass-1636554554.png

2. კოდის შესაბამის ფანჯარაში შეყვანის შემდეგ კი გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც თქვენი ფოტო და შტრიხკოდი გამოიგზავნება, რომლის გადმოიწერაც შესაძლებელია.

3. კოდს თქვენთვის სასურველ ადგილას ვიზიტისას წარადგენთ, შესაბამისი დაწესებულება კი მას დაასკანერებს და შესვლას შეძლებთ.

ასევე დაგაინტერესებთ: შეხვალთ თუ არა 1-ლი დეკემბრიდან მოლებში „მწვანე პასპორტის“ გარეშე?