შეხვალთ თუ არა 1-ლი დეკემბრიდან მოლებში „მწვანე პასპორტის“ გარეშე? | Allnews.Ge

შეხვალთ თუ არა 1-ლი დეკემბრიდან მოლებში „მწვანე პასპორტის“ გარეშე?

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას რიგ ობიექტებში.

ჩამონათვალში არ წერია სავაჭრო მოლები, რომლებიც კოვიდ შეზღუდვების დაწესებისას, როგორ წესი პირველი იხურებოდა და ფუნქციონირების განახლების უფლებაც ბოლოს ეძლეოდათ.

,,ბიზნესპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ჩამონათვალში რაც წერია, მხოლოდ ის არის შეზღუდული. შესაბამისად, მოქალაქეები მოლებში სტუმრობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე 1-ელი დეკემბრიდანაც შეძლებენ.

რეგულაცია კი შემდეგ ობიექტებს ეხება: ვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

myquiz