"საუდის არაბეთი გახდება თანამედროვე ისლამის ქვეყანა, რომელიც გახსნილია ყველა რელიგიისთვის" | Allnews.Ge

"საუდის არაბეთი გახდება თანამედროვე ისლამის ქვეყანა, რომელიც გახსნილია ყველა რელიგიისთვის"

"საუდის არაბეთი გახდება ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო - თანამედროვე ისლამის ქვეყანა, რომელიც გახსნილია ყველა რელიგიისთვის და ასევე მსოფლიოსთვის",- აღნიშნული განცხადება საუდის არაბეთის პრინცმა ერთ-ერთ მსხვილ საინვესტციო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის განცხადებით, გარდა ამისა, ქვეყანა უფრო მეტს გააკეთებს ექსტრემიზმის დასამარცხებლად.

"ჩვენ საკუთარ ცხოვრების 30 წელს არ დავხარჯავთ იმისთვის, რომ ექსტრემისტულ აზრებს გავუმკლავდეთ, ჩვენ მათ დღეს განავადგურებთ", - აღნიშნა პრინცმა.

ეს პრინცის ყველაზე კრიტიკული განცხადება იყო კონსერვატული რელიგიური საზოგადოების მიმართ.

მონარქიულ საუდის არაბეთში სუნიტური ისლამის პურიტანული ფორმაა გავრცელებული, რომელიც ვაჰაბიზმის სახელითაა ცნობილი.

საუდის არაბეთის ახალ კურორტზე ქალები ბიკინით დასვენებას შეძლებენ

ვაჰაბიზმის ექსტრემისტული ვერსიის მიმდევრები კი ჯიჰადისტები არიან ე.წ ისლამური სახელმწიფოდან და "ალ-ქაიდადან".

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა იყო, აშშ-ისა და დასავლეთის პარალელურად, რომელიც რადიკალებს და ტერორიზმს უპირისპირდებოდა. მიუხედავად ამისა, მას ხშირად აკრიტიკებდნენ ამ ბრძოლაში რესურსების დაზოგვისთვის.

საუდის არაბეთის პრინცის ინიციატივა საერთაშორისო საზოგადოებამ სკეპტიკურად მიიღო, რადგან ქვეყანაში მოქმედ სასულიერო პირებს ჯერ კიდევ დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვთ.

უფლებათდამცველი ორგანიზაციები კი ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ქვეყნის კრიტიკას არ წყვეტენ, მათი განმარტებით, უფლებების დარღვევის ძირითადი ნაწილი ყურანის წესების ინტერპრეტაციითაა გამოწვეული.

მიუხედავად ამისა, მეფის მიერ ბინ სალმანის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებამ ბევრ ადამიანში მოდერნიზებული საუდის არაბეთის ხილვის იმედი გააღვიძა.

32 წლის პრინცმა რეფორმატორის სახელის მოხვეჭა უკვე მოასწრო, დაუპირისპირდა რა არაეფექტურ ბიუროკრატიას და დასახა გრძელვადიანი, გეგმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს.

მის სახელს უკავშირდება ქალებისთვის მანქანის ტარების უფლების მინიჭებაც, რომელიც ძალაში გასულ თვეს შევიდა და აღქმული იქნა, როგორც პირველი ნაბიჯი ქალების ინსტიტუციონალური დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

პრინცმა Neom-ის ანუ 500 მილიარდიანი დამოუკიდებელი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთებაც მოასწრო.

myquiz