"დროა ქალებმაც მართონ ავტომობილი" - საუდის არაბეთის პრინცი | Allnews.Ge

"დროა ქალებმაც მართონ ავტომობილი" - საუდის არაბეთის პრინცი

ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვა აკრძალული ჰქონდათ, თუმცა, ახლა პრინცი ამ რეგულაციის გაუქმებაზე საუბრობს.

"დროა ქალებმაც დაიწყონ ავტომობილების მართვა", - აღნიშნა საუდის არაბეთის პრინცმა, ალ-ვალიდ იბნ ტალალ საუდმა.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში ნავთობზე ფასები 2014 წლიდან დაეცა, ახალი ლიდერები კი ეკონომიკის მოდერნიზებას ცდილობენ. პრინცის თქმით, ქვეყნის ეკონომიკაში ქალებს დიდი ადგილი უჭირავთ, ქალებისთვის ავტომობილის აკრძალვა კი მათ სამუშაო პირობებს აუარესებს:

"ერთ მილიონზე მეტ არაბ ქალს უსაფრთხოდ ტრანსპორტირება ესაჭიროება, რათა ყოველ დილით თავიანთ სამუშაო ადგილს მიაღწიონ," - წერს ის.

არაბი ქალები, სამსახურში წასვლისას, ძირითადად, ტაქსის იძახებენ ან მათი ტრანსპორტირება ქმრების მიერ ხდება.

პრინც ალ-ვალიდს საუდის არაბეთში სამთავრობო უფლებამოსლილებები არ აქვს, თუმცა, იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორია.

myquiz