ჰობიტების სოფელი - ზღაპრული ადგილი ახალ ზელანდიაში, რომელიც რეალურად არსებობს | Allnews.Ge

ჰობიტების სოფელი - ზღაპრული ადგილი ახალ ზელანდიაში, რომელიც რეალურად არსებობს

ჰობიტონი ქალაქ მათამათას მახლობლად მდებარეობს. ეს არის ზღაპრული ადგილი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი „ბეჭდების მბრძანებლი“ და „ჰობიტის“ ნაწილი გადაიღეს. მაშ ასე, შემომიერთდით და ჩემთან ერთად ესტუმრეთ ჰობიტებს, ფროდო ბეგინსის, სემუაიზ გემჯის და სხვებს. იპოვეთ ბეჭედი ჰობიტ დეაგოლთან ერთად. ისეირნეთ ვიწრო ბილიკზე გენდალფთან და ნახეთ, როგორ გამოეგებება მას ძველი მეგობარი ბილბო, როგორ გაჰყურებენ მეგობრები ულამაზეს ხეობასა და ტბას, რომლის მახლობლადაც ამაყად დგას ბებერი მუხა, „Party Tree“.

თვალისმომჭრელად ლამაზი, მრავალფეროვანი ბუნების გამო, 90-იან წლებში სპეციალურად  ფილმისთვის, ააშენეს ჰობიტონი, თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ჰობიტების სოფელი დაეტოვებინათ, როგორც ტურისტული სანახაობა. იდეამ გაამართლა, ჰობოტონი ტურისტების საყვარელ ადგილად მალევე გადაიქცა.

„ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორი, პიტერ ჯექსონი დიდხანს ეძებდა ფილმის გადასაღებად ადგილს. როცა მან ახალ ზელანდიას გადაუფრინა, მათამათას სიახლოვეს შენიშნა უმშვენიერესი გორაკები. რეჟისორი მაშინვე მიხვდა, რომ ჰობიტების დასახლების მოსაწყობად იდეალურ ადგილს მიაგნო. გადასაღები ადგილისი ძებნისას ის ასევე ეძებდა მაღალ ხეს, რომელიც ტბასთან ახლოს იქნებოდა, ზუსტად ისეთს, როგორიც წიგნშია აღწერილი. მან ის სწორედ გორაკებთან იპოვა. ეს ხე 70–80 მეტრის სიმაღლისაა და „Party Tree“-ს სახელით არის ცნობილი.

ჰობიტონი ცხვრის ფერმის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც ალექსანდერების ოჯახს ეკუთვნის. ოჯახი აქ 1978 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. მათ მფლობელობაში 500 ჰექტარი მიწაა. ოჯახი ტრადიციულად ფერმერობას მისდევს. მოშენებული ჰყავთ ცხვარი და ძროხა. ამჟამად სასოფლო სამეურნეო ბიზნესს სამი ძმა და მამა უძღვებიან.

მართალია ოჯახმა არ იცოდა ვინ იყო პიტერ ჯექსონი და მათ წიგნის, „ბეჭდების მბრძანებლის“ შესახებაც არაფერი გაეგოთ, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ.

ჰობიტონის მშენებლობა 1999 წლის მარტში აიწყო, ფილმის გადაღება კი იმავე წლის დეკემბერში. გადაღებებმა სამ თვეს გასტანა.

გადაღებების დროს იმდენად ხმამაღლა ყიყინებდნენ ბაყაყები, რომ მსახიობებს ერთმანეთის ხმა არ ესმოდათ. ამიტომ რეჟისორმა ერთ ადამიანს დაავალეს ბაყაყების შეგროვება და ფერმის სხვა აუზზე გადატანა, რა არც ისე მარტივი საქმე იყო.

ფილმის გამოსვლის შემდეგ ფერმას „ბეჭდების მბრძანებლის“ ასობით მოყვარული და გულშემატკივარი მოგზაური მიაწყდა და კარგა ხანს ჰობიტების ნასახლარის ჩვენების თხოვნით ალექსანდერებს თავს აბეზრებდნენ. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, სოფელი ტურისტულ ზონად ექციათ.

მშენებლობის პროცესი ცხრა თვე გაგრძელდა, სადაც 400 ადამიანი იყო ჩართული. ჰობიტონამდე 1,5 კილომეტრიანი გზა აშენდა, გორაკის ფერდობებზე გაკეთდა 37 მრგვალი ხვრელი ჰობიტების სახლებისთვის. ჰობიტების საცხოვრებელი სახლის ინტერიერი, ძირითადად, ხისა და პლასტმასის მასალით მოპირკეთდა, გაშენდა ულამაზესი და თვალისმომჭრელი ბაღები. ჰობიტის სახლების უმეტესობა მხოლოდ ფასადებია, რომლებიც ცარიელ ხვრელებს ფარავს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz