ფერების ფსიქოლოგია - გვითხარით რომელი ფერი მოგწონთ და გეტყვით თქვენს პიროვნულ თვისებებზე | Allnews.Ge

ფერების ფსიქოლოგია - გვითხარით რომელი ფერი მოგწონთ და გეტყვით თქვენს პიროვნულ თვისებებზე

ფერი ჩვენს ფიქრზე, ემოციებსა და ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს. რომელია თქვენი საყვარელი ფერი? ამოირჩიეთ ფერთა გამიდან თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი და გაიგეთ მეტი პიროვნული თვისებების შესახებ.

რომელი ფერი მოგწონთ წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, იისფერი, ვარდისფერი, თეთრი თუ შავი?

წითლის პიროვნული მახასიათებლებია:

  • სიმამაცე;
  • ადრენალინის სიყვარული (მაგალითად, შესაძლოა ექსტრემალური სპორტი გხიბლავდეთ ან ისეთ აქტივობაში იყოთ ჩართული, რომელიც ფიზიკურ რისკს მოითხოვს);
  • ცოტათი იმპულსური;
  • ვნებიანი;
  • ენერგიული, აქტიური.

ნარინჯისფრის პიროვნული მახასიათებლებია:

  • კრეატიულობა;
  • თავისუფლების მოყვარული;
  • კომუნიკაბელური;
  • მხიარული;
  • გიყვართ რჩევის მიცემა, დარიგება, აღზრდაში სიამოვნებით მონაწილეობთ;
  • მოგწონთ სხვადასხვა ღონისძიების მასპინძლობა.

ყვითლის პიროვნული მახასიათებლებია:

  • პოზიტიური;
  • ოპტიმისტი;
  • მხიარული;
  • თავგადასავლების მოყვარული;
  • თქვენს გვერდით თავს მშვიდად გრძნობენ.

ლურჯის პიროვნული მახასიათებლებია:

  • გარშემომყოფები გენდობიან;
  • გამოირჩევით მშვიდი ხასიათით;
  • თანაგრძნობის უნარი;
  • ერთგული;
  • ძლიერი.

მწვანე ფერის პიროვნული მახასიათებლებია:

  • პრაქტიკული;
  • გიყვართ რჩევის მიცემა;
  • სხვების დახმარება სიამოვნებას განიჭებთ;
  • თავს კარგად გრძნობთ ბუნებაში;
  • ყოველთვის აღწევთ ცხოვრებაში ბალანსს;
  • მიწაზე მყარად დგახართ და არ გხიბლავთ აბსტრაქტული თეორიები;
  • სხვები თვლიან, რომ პრობლემის გადაჭრა ჩინებულად გამოგდით;
  • ნებისმიერ საქმეს სერიოზულად უყურებთ და ვიდრე დათანხმდებით, კარგად აანალიზებთ ვითარებას.

იისფერის პიროვნული მახასიათებლებია:

  • საზრიანი;
  • მიისწაფვით საკუთარი ინდივიდუალურობისკენ;
  • გხიბლავთ უნიკალური საგნები;
  • შეგიძლიათ იცეკვოთ იმ მუსიკაზე, რომელიც გარშემო თქვენგარდა არავის ესმის;
  • კრეატიული.

ვარდისფერის პიროვნული მახასიათებლებია:

  • მხიარული;
  • არ გაშინებთ ემოციების გამოხატვა;
  • თქვენთვის მნიშვნელოვანია სიყვარული და ოჯახი;
  • შეიძლება მცირე დოზით გულუბრყვილოც იყოთ.

თეთრის პიროვნული მახასიათებლებია:

  • ბუნებით მშვიდი;
  • მშვიდობისმოყვარე;
  • კეთილსინდისიერი;
  • გიყვართ ნივთების მოწესრიგება (სისუფთავის, წესრიგის მოყვარული);
  • არასდროს გაშინებთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება;
  • გულუბრყვილობა (მცირე დოზით).

შავის პიროვნული მახასიათებლებია:

  • მამაცი;
  • არ გეშინიათ გარისკვის;
  • ზოგჯერ იმპულსური ხართ;
  • სერიოზული;
  • ძლიერი;
  • პატივს გცემენ;
  • სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

წყარო

myquiz