სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს | Allnews.Ge

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალმა მსოფლიო აალაპარაკა.  საზოგადოებაში პრინცისა და მისი ცოლის გადაწყვეტილებას განხილვა მოჰყვა. დიდ ბრიტანელთა უმეტესობა განაწყენებულია ისევე, როგორც განაწყენებულები არიან სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მეგანი ქმრით მანიპულირებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამეფო ოჯახის წევრები უარს ამბობენ სტატუსზე. მიზეზი კი, უმეტეს შემთხვევაში სიყვარულია. დიდ ბრიტანეთსა და დანარჩენ მსოფლიოს კარგად ახსოვს მეფე ედვარდ VIII, რომელმაც საყვარელი ქალის გამო მეფობაზე თქვა უარი. ეს აქამდე ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო.

გთავაზობთ სამეფო წყვილების ისტორიებს, რომლებმაც სტატუსი სიყვარულის გამო დათმეს:

ედუარდ VIII და უოლის სიმფსონი

წარმომავლობისა და ცხოვრების წესის გამო, სამეფო ოჯახისთვის ედუარდის საყვარელი ქალი მიუღებელი იყო. უოლისის დედა შეყვარებულმა ორსულობის დროს მიატოვა. ის უკანონო შვილი იყო. გარდა ამისა, უინძორთა დინასტიას არ მოსწონდა უოლის სიმფსონის წარსული. ამბობდნენ, რომ მას ბევრი საყვარელი ჰყავდა, რომ ჩინეთში, საროსკიპოშიც კი მუშაობდა.

მომავალმა მეფემ სიმფსონი 1934 წელს გაიცნო. ქალს პრინცის საყვარლობა ძალიან ხიბლავდა, თუმცა მასთან სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავდა, თავად ედუარდს კი, ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა და ურთიერთობას სერიოზულად უყურებდა.

ედუარდი სამეფო ტახტზე 42 წლის ასაკში ავიდა. მაშინ დაქორწინებული არ იყო. სამეფო ოჯახმა მეფის საცოლედ შესაბამისი ქალის ძებნა დაიწყო, თუმცა მეფეს უოლისის გარდა სხვა ქალის შერთვა არ სურდა. "იგი ედუარდს იმ სექსუალური აღვირახსნილობით აგიჟებს, რომელიც ჩინურ საროსკიპოში შეისწავლა“ - ამბობდნენ სამეფო კარის წარმომადგენლები.

1936 წლის 10 დეკემბერს ედუარდ VIII-მ სამეფო გვირგვინზე უარი თქვა, რის შემდეგაც საყვარელ ქალზე დაქორწინდა. მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ბულონის ტყესთან მდებარე პატარა ბინაში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ტაილანდის პრინცესა უბოლრატანამ უარი თქვა თავის ტიტულზე სიყვარულის გამო

პრინცესას შეუყვარდა კაცი, რომელიც არისტოკრატიულ წრეს არ ეკუთვნოდა, ამერიკელი პიტერ ჯენსენი. მის გამო სამეფო სტატუსზე უარი თქვა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა დასრულდა - 2001 წელს ერთმანეთს დაშორდნენ და პრინცესა სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა განაწყენებულმა ოჯახმა უბოლრატანას პრინცესას სტატუსი აღარ დაუბრუნა და ოჯახის წევრებთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ტაილანდში დაბრუნებულმა ყოფილმა პრინცესამ სამსახიობო კარიერა დაიწყო. 2019 წელს პოლიტიკოსობაც სცადა, თუმცა ოჯახი, განსაკუთრებით კი ძმა, მეფე მაჰა ყველაფერში ხელს უშლის და მისი პოლიტიკოსობა ამ მიზეზით წარუმატებელი აღმოჩნდა.

პრინცი ფილიპი და დედოფალი ელისაბედი

ამ ჩამონათვალში შესაძლოა, უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად პრინცმა ფილიპმა დედოფალ ელისაბედის გამო დანიის სამეფო ოჯახში თავისი პრივილეგიები დათმო.

იმისთვის, რომ დედოფალ ელისაბედზე დაქორწინებულიყო, უარი თქვა თავის სამეფო სტატუსზე, რომელიც მას დანიის სამეფომ მიანიჭა.

ფილიპი დანიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. ელისაბედზე დაქორწინების შემდეგ კი, მან დაკარგა ყველანაირი სტატუსი, თუმცა სანაცვლოდ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის ტიტული მიიღო.

ambebi.ge

myquiz