ტომები, სადაც სჯობს მამაკაცად არ დაიბადო- როგორია მამაკაცების ცხოვრება მატრიარქალურ საზოგადოებაში | Allnews.Ge

ტომები, სადაც სჯობს მამაკაცად არ დაიბადო- როგორია მამაკაცების ცხოვრება მატრიარქალურ საზოგადოებაში

ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ მამაკაცი ოჯახის უფროსად ითვლება, რომელიც ოჯახის სხვა წევრებზე იღებს პასუხიმგებლობას. არის ქვეყნები, სადაც ოჯახის თავები ქალები არიან, მამაკაცად დაბადება კი ერთგვარად წარუმატებლობად ითვლება.

კალაშები პაკისტანში

კალაშების ტომის ხალხს ალექსანდრე მაკედონელის მეომრების შთამომავლებად თვლიან. ეს ტომი დაახლოებით 3000 ადამიანს ითვლის. მათი წინაპრები დიადი მეომრები იყვნენ, თუმცა დღევანდელი კალაშები მშვიდობიანი ხალხია. მათ ერთი დამახასიათებელი თავისებურება აქვთ–აქ ოჯახის უფროსი ქალია. თუ მას რაიმე არ მოეწონება, თავისუფლად შეუძლია ქმარი სახლიდან გაუშვას და სხვა მოიყვანოს. გაგდებული მამაკაცი ხმისამოუღებლად მიდის, რადგან ქალთან შეპასუხების უფლება არ აქვს.

მოსოს ტომი ჩინეთში

ეს საკმაოდ დიდი ტომია და მისი წარმომადგენლები ჩინეთის რამდენიმე პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი თავისებურებაა ის, რომ ისინი არ ქმნიან ოჯახებს. ქალები ცხოვრობენ ნებისმიერ მამაკაცთან, რომელიც მოეწონებათ. თუ მათ საერთო შვილი გაუჩნდებათ, ბავშვს დედა გაზრდის ან რომელიმე ნათესავი დედის მხრიდან.

მეგჰალაიას შტატი ინდოეთში

აქ მამაკაცების სრული უუფლებობა სუფევს: ყველაფერს ქალები ხელმძღვანელობენ და ყველა საკითხს ქალები წყვეტენ. ქალები განაგებენ ფინანსებს, არქმევენ სახელებს ბავშვებს და გვარებსაც კი თვითონ ურჩევენ ახალდაბადებულ შვილებს. საინტერესოა, რომ ამ ადგილას მამაკაცებმა ჩამოაყალიბეს მამაკაცთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია.

მინანგკაბაუ და მათი მატრიარქატი

ინდონეზიის ზოგიერთ ტომში მატრიარქატია.. როგორც ყველასთვის ცნობილია, მუსლიმურ ქვეყნებში ქალებს ძალიან შეზღუდული უფლებები აქვთ და ისინი ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ ქმარს. მინანგკაბუს ტომში ყველაფერი პირიქითაა. აქ ქალია ოჯახის უფროსი, ამიტომ მემკვიდრეობას იგი ქალიშვილებს გადასცემს. ღამეს მეუღლეები ერთად ათევენ, დილით ადრე ქმარი დედამისის სახლში მიდის და სხვადასხვა საქმიანობით კავდება. მამრობითი სქესის წარმომადგენლები 10 წლამდე დედის სახლში იზრდებიან, შემდეგ მათ რელიგიურ სკოლაში აგზავნიან, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მათ უნდა დატოვონ მშობლიური სახლი, რათა თავისი ოჯახის შესაქმნელად გამოიმუშავონ ფული. მათი არყოფნის დროს ქალები ასრულებენ ყველა საშინაო საქმეებს. განაგრძეთ კითხვა

სევე დაგაინტერესებთ:

სური - ყველაზე ფერადი ტომი აფრიკაში, სადაც ოჯახებს ქალები უძღვებიან

 

პირაჰანი- ყველაზე უცნაური ტომი მსოფლიოში, რომელსაც დროის ცნება არ გააჩნია

 

ვოდაბე- უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები მაკიაჟითა და ვარცხნილობით ქალების მოხიბვლას ცდილობენ

myquiz