რა არის აუტოფაგია და რატომ არის დიდი ინტერვალით კვება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო? | Allnews.Ge

რა არის აუტოფაგია და რატომ არის დიდი ინტერვალით კვება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

საღამოს 6-დან დილის 12 საათამდე საკვების მიღებისგან თავის შეკავება - ე.წ 18-საათიანი დიეტა, 24 საათიანი შიმშილობა, პოლ ბრეგი და მისი წიგნი "შიმშილის სასწაული", ასევე შედარებით ახალი ტერმინი "ფასტინგი" ანუ "ინტერვალური შიმშილი" - ეს ყველაფერი ბევრისთვის ნაცნობი თემაა.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მსგავსი კვების რეჟიმი არ შეესაბამება, იმ ჯანსაღი კვების სტანდარტს, რომელსაც ექიმები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები გირჩევენ.

რამდენად არის საკვებზე უარის თქმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა მექანიზმს ემყარება ის?! ამ კითხვაზე პასუხი იაპონელმა მეცნიერმა, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა, ესინორი ოსუმმა გასცა, რის გამოც მას ნობელის პრემია მიენიჭა.

მან შეისწავლა აუტოფაგიის პროცესი ჩვენს ორგანიზმში. აუტოფაგია "თვითშთანთქმას" ნიშნავს და ის მიმდინარეობს მაშინ, როდესაც შიმშილობთ. შიმშილისას უჯრედები ამუშავებენ იმ უსარგებლო ნარჩენებს, რომელიც არის დაგროვილი ტოქსინებისა და შხამების სახით.

რაც, უფრო დიდი შუალედებით იკვებებით, ანუ გაქვთ დიდი "კვების ფანჯარა" უფრო ამცირებთ როგორც ჭარბწონიანობის, ასევე შაქრიანი დიაბეტის, ინფექციების, ონკოლოგიური და რიგი სხვა დაავადების განვითარების რისკს.

ჯერ კიდევ, 60-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ უჯრედს შეუძლია მასში არსებული კომპონენტების გადამუშავება, რის შედეგადაც ბუშტუკები ე.წ ვეზიკულები წარმოიქმნება და მათი დაშლა ხდება ლიზოსომაში.

ეს მექანიზმი უჯრედმა შესაძლოა გამოიყენოს მაშინ, როდესაც არ ჰყოფნის ენერგია და საშენი მასალა. სწორედ აუტოფაგია აძლევს ორგანიზმს ენერგიას, ასუფთავებს უჯრედს არასაჭირო ორგანელებისგან და პათოგენური ნარჩენებისგან. ის აკონტროლებს მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ პროცესს.

თუ ორგანიზმში ინეფექციაა, სწორედ აუტოფაგია ეხმარება ქსოვილებს მკვდარი უჯრედებისა და ბაქტერიების გამოდევნაში.

myquiz