როგორია ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლის ინტერიერი, რომელიც 1.7 მილიონ დოლარად იყიდება | Allnews.Ge

როგორია ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლის ინტერიერი, რომელიც 1.7 მილიონ დოლარად იყიდება

ლონდონის დასავლეთ ნაწილში საკმაოდ უცნაური სახლი მდებარეობს, რომლის სიგანეც ზოგიერთ მონაკვეთში 1.6 მეტრს შეადგენს. თუმცა, მცირე ზომის მიუხედავად სახლი საკმაოდ კომფორტულია და მასში საცხოვრებლად საჭირო და აუცილებელი ყველა ოთახია მოწყობილი.

სახლი სილამაზის სალონსა და მცირე ზომის კლინიკას შორის არის აშენებული და 5 სართულისგან შედგება.  ამას გარდა სახლს ტერასა და მცირე ზომის ბაღიც კი აქვს.

Euronews-ის ინფორმაციით სახლი ვიქტორიანულ ეპოქაში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისშია აშენებული. სტატიის მიხედვით, სახლი ახლა აუქციონზე 1.7 მილიონ აშშ დოლარად იყიდება.

myquiz