ემჯეი ჯონსონი- ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე უცნაური წვერი აქვს (ფოტოები) | Allnews.Ge

ემჯეი ჯონსონი- ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე უცნაური წვერი აქვს (ფოტოები)

აშშ-ში, მინესოტას შტატში ცხოვრობს ემჯეი ჯონსონი, რომელმაც მსოფლიოს წვერისა და ულვაშის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და ოფიციალურად გახდა მსოფლიოში საუკეთესო წვერის მქონე ადამიანი.

მისი წვერის სიგრძე ჯამში 45 სანტიმეტრია. მამაკაცი მას უკვე 12 წელია იზრდის.  

ემჯეი იხსენებს, რომ 12 წლის წინ მან ინტერნეტში შემთხვევით ნახა სტატია საკმაოდ უცნაური შეჯიბრის შესახებ, სადაც მსოფლიოს ყველაზე უცნაური და ორიგინალური წვერის მქონე ადამიანები გამოდიოდნენ და მიზნად დაისახა მასში მონაწილეობა და გამარჯვება.

წვერის გაზრდას საკმაოდ დიდი დრო და ენერგიის დახარჯვა დასჭირდა. რამდენიმე წლის წინ ის პირველად გავიდა მსოფლიოს წვერისა და ულვაშის კონკურსზე, თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხა.

ემჯეიმ გადაწყვიტა ფარ-ხმალი არ დაეყარა და კიდევ ეცადა ბედი. საბოლოოდ მან კონკურსში გამარჯვება მოახერხა და მრავალი წლის ოცნება აისრულა.

„თავიდან ძალიან ბევრი გიჟს მეძახდა. უცხო ადამიანები მოდიოდნენ და მაკვირდებოდნენ. თუმცა მე მაინც არ ვაქცევდი მათ ყურადღებას და საბოლოოდ ოცნების ასრულება შევძელი“- აცხადებს ის.

კონკურსში გამარჯვების შემდეგ ის მალევე გახდა ცნობილი ადამიანი და მას შემდეგ უამრავ შოუსა და გადაცემაში მიიწვიეს.

„მე ჩემი ადგილი ვიპოვე ამ სამყაროში. წარმოდგენა არ მაქვს ახლა სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი რომ არა ჩემი მისწრაფება. თუ რაიმე გიჟური იდეა გაქვთ ყველაფერი გააკეთეთ მის განსახორციელებლად. შეიძლება გზად წარუმატებლობაც გქონდეთ, თუმცა არ დანებდეთ.“-ამბობს ემჯეი.

myquiz