უძველესი ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს დღემდე საგონებელში აგდებენ | Allnews.Ge

უძველესი ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს დღემდე საგონებელში აგდებენ

დედამიწაზე არსებობს ისეთი ნაგებობები, რომლებიც სხვებისგან თავისი გამოუცნობი ისტორიით, გაუგებარი დანიშნულებით და წარმოუდგენელი ტექნოლოგიებით გამოირჩევა. ეს კი მეცნიერებს ხშირად საგონებელში აგდებს.

კლდეში ნაკვეთი ეკლესიები ლალიბელაში

ერთ-ერთ ასეთ ნაგებობებს შორისაა ეთიოპიის ქალაქ ლალიბელაში მდებარე კლდეში ნაკვეთი ეკლესიები. ისინი ვულკანური წარმოშობის ქანებშია გამოკვეთილი და სხვადასხვა არქიტექტურულ სტილშია ნაგები: ზოგი ღრმა ქვაბულშია და კლდეებით გარშემორტყმული, ზოგი კი უშუალოდ კლდეშია გამოკვეთილი.

ითვლება, რომ ლალიბელეს ეკლესიები მე-12, მე-13 საუკუნეებშია შექმნილი, ამასთან მათ 25 წლის განმავლობაში აშენებდნენ. ეს ვარაუდი მეცნიერებს აბნევს, რამდენადაც ისინი თვლიან, რომ ადრინდელი ხელოსნები მაშინდელი იარაღებით ვერაფრით შესძლებდნენ ასეთი ნეგებობების შექმნას, სულ რაღაც 25 წლის განმავლობაში. ამას არ იჯერებენ არც ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ოფიციალურ ვერსიას ლეგენდას ამჯობინებენ. ლეგენდის თანახმად, ეკლესიების მშენებლობაზე მუშაობდნენ როგორც ჩვეულებრივი მუშები, ასე ანგელოზებიც. მართლაც კლდეში ნაკვეთი ეკლესიები-ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილია, რომლის საიდუმლო ბოლომდე არ არის ამოხსნილი.

კაილასანატხა

კიდევ ერთი მსგავსი ნაგებობაა, კაილასანატხას ტაძარი. იგი ინდოეთის სოფელ ელორაში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე მონოლთურ ნაგებობად ითვლება მთელს მსოფლიოში, რამდენადაც მთლიანად მონოლითურ ბაზალტურ კლდეშია ნაკვეთი.   აღსანიშნავია, რომ ტაძრის სიგანე 55 მეტრია, სიგანე 36 მეტრი, ფართობი 1980 მ2., კლდის სიღრმეში კი 33 მეტრზე შედის. მთელს მსოფლიოს მეცნიერებს საგონებელსი აგდებს ნაგებობის მასშტაბები და ქვის დამუშავების ფილიგრანული სიზუსტე. ისინი თვლიან, რომ ასეთი ტაძრის შექმნა შეუძლებელია დღევანდელ პირობებშიც როტორული ექსკავატორებისა და სხვა თანამედროვე საშუალებების გამოყენებითაც კი. შეუძლებელია აგრეთვე დაამუშავო ქვა ისეთი იდეალური სიზუსტით, რომ კოლონები და ტაძრის სხვა ელემენტები ასეთი განუმეორებელი ნახატით, ორნამენტით და სიგლუვით გამოირჩეოდეს. როგორ შესძეს ასეთი ტაძრის აშენება ძველმა ადამიანებმა პირველ ათასწლეულში?

შრავანაბელაგოლა

მე-10 საუკუნეში შექმნილი შრავანაბელაგოლა - ეს ინდოეთის ქალაქია, რომელიც კარტანაგას შტატში მდებარეობს. იგი ცნობილია მრავალი უჩვეულო ტაძრით, რომლებიც მოსვენებას არ აძლევს მეცნიერებს. მრავალი წელია ეს ტაძრები აოცებს მნახველებს თავისი არაჩვეულებრივი ქვისგან ნათალი კოლონებით.

ინდოელმა ოსტატებმა ისინი ათასი წლის წინ შექმნეს, რაც ძნელია დაიჯერო, რამდენადაც კოლონების ზედაპირების იდეალური სიგლუვე და შესანიშნავი ორნამენტები გვაოცებს თავისი სრულყოფილებით. მეცნიერებს არ ესმით, როგორ შეძლეს იმდროინდელმა ოსტატებმა ასეთი გამორჩეული სვეტების შექმნა პრიმიტიული სამშენებლო იარაღებით. მათი განუმეორებელი ფორმა, სრულიად გლუვი ზედაპირი და მაღალი ხარისხი, რომლის წყალობითაც ამდენი საუკუნეები გასძლეს, მეცნიერებს ჩიხში აყენებს.

პეტრას ტაძარი

ტაძარი ქალაქ პეტრაში (იორდანია)–ეს ერთ-ერთი ცნობილი და უნიკალური ნაგებობაა, რომელიც მეფის მავზოლეუმს წარმოადგენს, სხვა ვერსიით-ისიდას ტაძარს. "ელ-ჰაზნე", ფარაონის საგანძური, როგორც მას არაბები უწოდებენ, პირველ საუკუნეშია შექმნილი. იგი ღია პლატფორმაზე მდებარე უზარმაზარ კლდეშია გამოკვეთილი და უძველესი არქიტექტორებისა და ქვისმთლელების დიდებული ოსტატობის მაგალითია.   ასეთი მასშტაბების საოცრების შექმნა ძალიან რთულია დღევანდელ პირობებშიც კი. გასაოცარია არა მხოლოდ შედევრის სიდიადე და გაანგარიშებების სიზუსტე, არამედ ისიც, თუ როგორ მოახერხეს კლდეში გამოეკვეთათ ასეთი მაღალი (42 მეტრი) შენობა, მაშინ როცა გარშემო საერთოდ არ არის ხე, რომელიც ასე საჭიროა მშენებლობისთვის. მეცნიერთა ერთი ჯგუფის ვერსიით, მისი მშენებლობა დაწყებულია და მიმდინარეობდა ზემოდან ქვემოთ. ელ-ჰაზნეს შესასვლელში ექვსი კოლონაა. ნაგებობა დეკორირებულია გასაოცარი ბარელიეფებით. შენობას ქვის ურნა აგვირგვინებს, რომელშიც თითქოს ოქრო და ძვირფასეულობა ინახება.

"კონდანას" ქვაბულები

ინდოეთის ქალაქ ლონავალასთან, 16 ბუდისტური ქვაბულების კომპლექსი მდებარეობს, რომელსაც კონდანა ეწოდება. ოფიციალური ვერსიით იგი დაახლოებით ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეშია შექმნილი. ძველმა ინჟინრებმა და არქიტექტორებმა ჩვეულებრივ კლდეში იმ დროისთვის არსებული პრიმიტიული იარაღებით შექმნეს შთამბეჭდავი ინტერიერები. დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებითაც კი საკმაოდ ხანგრძლივი დროა საჭირო ასეთი შედეგის მისაღწევად, და როგორ მიაღწიეს ამას 2 ათასი წლის წინანდელმა ოსტატებმა, გაუგებარია. intermedia.ge

myquiz