როგორები არიან ახლა "ბუბუს" როლის შემსრულებლები ცნობილი ფილმიდან "ბავშვი სასეირნოდ მიდის" | Allnews.Ge

როგორები არიან ახლა "ბუბუს" როლის შემსრულებლები ცნობილი ფილმიდან "ბავშვი სასეირნოდ მიდის"

ეს ფილმი და 9 თვის მხიარული პატარა, რომელმაც ხოხვით შემოიარა ქალაქი, ალბათ ყველას უნახავს. პატრიკ რიდ ჯონსონის კომედია 1994 წელს გამოვიდა ეკრანებზე და განგსტერების მიერ გატაცებული პატარის ამბებმაც ბევრი გაახალისა. ალბათ საინტერესოა ამ პატარის ამბები?

mshoblebi

იქიდან დავიწყოთ, რომ ბავშვი სინამდვილეში ორი იყო. ამერიკული კანონმდებლობით ბავშვებისთვის აკრძალულია 4 საათზე მეტ ხანს მუშაობა დღეში, ამიტომ აირჩიეს როლისთვის საყვარელი ტყუპი ბიჭუნა - ადამ და ჯეიკობ უორტონები, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს ცვლიდნენ. მათი დედა, სუზნ უორტონი, ტყუპი ბავშვების მშობელთა კლუბში იყო გაწევრიანებული. სწორედ ამ   კლუბში მიიღეს კინოკომპანიისგან წერილი და დედამაც გადაწყვიტა, შვილებისთვის მიეცა შანსი, გამხდარიყვნენ ცნობილები. მიიყვანა კასტინგზე 9 თვის ბიჭები და დაამტკიცეს კიდეც როლზე.

ამ წარმატებული დებიუტის შემდეგ ჯეიკობს და ადამს არც ერთ ფილმში აღარ უთამაშიათ. რასაკვირველია, არც ახსოვთ არაფერი გადაღებებიდან. 

2015 წელს დელავერის უნივერსიტეტი დაამთავრეს და სხვადასხვა გზით წავიდნენ.

ჯეიკობმა სარესტორნე ბიზნესის განხრით დაამთავრა უნივერსიტეტი და საყვარელ საქმეს მისდევს - კულინარობს, კერძებს ამზადებს და განსაკუთრებულად დესერტები გამოსდის თურმე. მომავალში რესტორნის მართვასაც აპირებს. თავისუფალ დროს კი საქსოფონზე უკრავს. 

ადამ უორტონმა დიზაინერობა გადაწყვიტა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირველი კოლექციაც გააკეთა. ხშირად მოგზაურობს და დროს ატარებს.

myquiz