„ვარსკვლავების“ ავტომობილები, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამზადდა | Allnews.Ge

„ვარსკვლავების“ ავტომობილები, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამზადდა

“ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს სხვადასხვა ახირებები აქვთ. პოპულარული მსახიობები, როკ- ვარსკვლავები, მომღერლები და ცნობილი ბიზნესმენები გამორჩეულ საავტომობილო კოლექციებს ფლობენ, სადაც ექსკლუზიურად მათთვის დამზადებული მოდელებიც იწონებენ თავს.

გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ ავტომობილს

132741293-444684763359618-6701852836006560354-n-1608731056.jpg   სტივენ ფრაი - BENTLEY CONTINENTAL GT, EST. 150,000 აშშ დოლარი კომიკოსი და მსახიობი სტივენ ფრაი შესაძლოა, ბევრისთვის ცნობადი სახე არ იყოს, თუმცა “ჰოლივუდში“ მის ნიჭს აღმერთებენ. ფრაიმ კომედიურ პროექტებში - Jeeves and Wooster და A Bit of Fry & Laurie- ში მიიღო მონაწილეობა. მას ავტოფარეხში განსაცვიფრებელი 150,000 აშშ დოლარად შეფასებული ბენტლი ჰყავს. გარდა ბენტლისა, ფრაის ასევე ჰყავს Aston Martin.

132292156-1251292661923164-8667891114302471020-n-1608731093.jpg სტივენ ტაილერი - HENNESSEY VENOM GT SPYDER, 1,100,000 აშშ დოლარი ჯგუფ Aerosmith- ის სოლისტმა, როკის ლეგენდამ, სტივენ ტაილერმა მართლაც მოიგო მთელი მსოფლიოს გული. იგი ცნობილია თავისი ელეგანტური ჩაცმულობითა და ძლიერი ხმით. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს სკანდალური ცხოვრება ჰქოდა და აკრძალულ ნივთიერებებსაც ეტანებოდა, დღეს იგი მილიარდებს ფლობს. მან 2012 წელს ავტომობილი Hennessey Venom GT Spyder 1,1 მილიონ დოლარად შეიძინა.

beqqqq-1608731181.jpg დევიდ ბექჰემი – ROLLS ROYCE PHANTOM DROPHEAD COUPE, 400,000 აშშ დოლარი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მართლაც გამორჩეულად ცხოვრობს. მისი ქონება 450 მილიონ დოლარს შეადგეს. თითქმის იგივე კაპიტალს ფლობს მისი მეუღლე, ვიქტორია ბექჰემი.

ყოფილი ფეხბურთელი ასევე ფლობს ავტომობილების კოლექციას. ათზე მეტ ძვირადღირებული მანქანას, მათ შორის მისი საყვარელ Rolls Royce Phantom Drophead Coupe, რომლის ღირებულება 400 000 აშშ დოლარია. ავტომობილის ინტერიერი სპეციალურად, ბექჰემის გემოვნებით დამზადდა და ანალოგი არ ჰყავს.

132435790-2951889045032104-3130595380700445484-n-1608731220.jpg ჯულია რობერტსი – MERCEDES-BENZ GL320, EST. 53,000 აშშ დოლარი “ლამაზი ქალი“ ჯულია რობერტსი ამერიკელების საყვარელი მსახიობია. ყოველთვის ახალგაზრდა და ცოცხალი ვარსკვლავი ავტომობილებთან მიმართებაში ეპატაჟს ნამდვილად ერიდება. მან არჩევანი კომფორტულ მერსედესზე შეაჩერა. 53,000 დოლარიანი ავტომობილის გარდა, რობერტსი მოკრძალებულ Toyota Prius ფლობს.

მოუხედავად ასეთი მოკრძალებული არჩევანისა, ჯულიას ავტომობილი სპეციფიური უსაფრთხოების პარამეტრებით გამოირჩევა. მსახიობი ამას დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან, ხშირად მოგზაურობს შვილებთან ერთად.

132551792-866972937452898-6686336384422398556-n-1608731257.jpg რიჩარდ გირი – AUDI RS6 AVANT, 93,000 აშშ დოლარი 69 წლის ჰოლივუდის მსახიობი, რიჩარდ გირი, რომელიც ცნობილია “ლამაზი ქალი“, “Runaway Bride“-ში და “ჩიკაგოში“ შესრულებული როლებით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. ბოლო დროს გირი ადამიანის უფლებათა დამცველი და აქტივისტი გახდა. ამ კუთხით 100 მილიონი დოლარის კაპიტალის მქონე გირმა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და საკუთარი საქველმოქმედო მოძრაობის Tibet House- თან ერთად, საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა.

გარდა ქველმოქმედებისა, გირმა დიდი თანხა ჩადო მის ავტომობილში, 100000 დოლარიან Audi RS6– ში. მანქანა თვალისმომჭრელად ნამდვილად არ გამოიყურება, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

qeitaaaa-1608731443.jpg ქეით აპტონი – MERCEDES BENZ SLS 6.3 AMG 248,000 აშშ დოლარი 27 წლის ამერიკელმა მოდელმა ქეით აპტონმა პოპულარობა Sports Illustrated Swimsuit Editions- ის რამდენიმე ფოტოსესიაში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. მან გააფორმა მრავალი ჟურნალის გარეკანი, მათ შორის Complex და Esquire. აპტონს ავტომობილის მართვის გრძელვადიანი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ამას მაღალი კლასის ავტომანქანის შეძენაში ხელი არ შეუშლია. მისი მანქანების კოლექციაში არის 100,000 დოლარიანი Tesla Model S, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობისთვის იყენებს და 248,000 აშშ დოლარიანი Mercedes-Benz SLS 6.3 AMG.

meganiiii-1608731476.jpg მეგან მარკლი – JAGUAR E-TYPE 470,000 აშშ დოლარი სანამ მეგან მარკლი საკუთარ ბედს სამეფო ოჯახის წევრ, პრინც ჰარის დაუკავშირებდა, კარიერის აწყობას სერიალში Suit-ში ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, მეგან მარკლმა შეიძინა თავისი ოცნების მანქანა 470 000 დოლარიანი Jaguar E, რომელიც 1968 წელს შეიქმნა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz