ადგილი, რომელიც ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებათ- დანიაში მსოფლიოში პირველი ბედნიერების მუზეუმი გაიხსნა | Allnews.Ge

ადგილი, რომელიც ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებათ- დანიაში მსოფლიოში პირველი ბედნიერების მუზეუმი გაიხსნა

წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მსოფლიოში პირველი ბედნიერების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმმა, რომელიც კოპენჰაგენის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, საზოგადოების დიდი ინტერესი გახსნისთანავე გამოწვია. მუზეუმის გახსნია იდეა კოპენჰაგენში არსებულ ბედნიერების კვლევის ინსტიტუტს გაუჩნდა. ინსტიტუტი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბედნიერების ინდექსს ადგენს. დანია მეზობელ ნორდიკულ ქვეყნებთან ერთად რეიტინგში ყოველთვის მოწინავე პოზიციას იკავებს.

მუზეუმი სულ 8 განყოფილებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება. მაგალითად, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნების რუკა, ნორდიკული ქვეყნების ბედნიერების მიზეზები, ხელოვნების ცნობილი  ნამუშევრები და სხვა. ამასთან, მუზეუმი სტუმრებს უამრავ სავარჯიშოსა და ექპერიმენტს სთავაზობს, რომლებიც მათ ბედნიერების აღმოჩენაში დაეხმარებათ.

ამასთან, მუზეუმის თითოეულ სტუმარს შოკოლადით უმასპინძლდებიან. რაც შეეხება მუზეუმში შესვლის საფასურს, ის 95 დანიურ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით 50 ლარს უდრის. პანდემიის გამო მუზეუმში ერთდროულად მხოლოდ 25 ადამიანი დაიშვება.

66 „ჩვენ ყველას გვინდა ბედნიერები ვიყოთ, მაგრამ ხანდახან მას არასწორ ადგილას ვეძებთ. ამის გამო ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ ბედნიერები იყვნენ. ბედნიერების კვლევის ინსტიტუტმა გადაწყვიტა შეექმნა ბედნიერების მუზეუმი, რომლის მიზანიც ადამიანების გაბედნიერებაა“- ვკითხულობთ მუზეუმის შესასვლელში.

 

myquiz