გასაიდუმლოებული ბავშვობა, განათლება შვეიცარიაში, პლასტიკური ოპერაციები - საინტერესო ფაქტები ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე | Allnews.Ge

გასაიდუმლოებული ბავშვობა, განათლება შვეიცარიაში, პლასტიკური ოპერაციები - საინტერესო ფაქტები ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

ჩრდილოეთ კორეის შესახებ ინფორმაცია მედიაში ხშირად ვრცელდება. ჩაკეტილი ქვეყანა, რომელიც ატომური იარაღით მსოფლიოს განადგურების შესახბე ხშირად იმუქრება, მუდამ ინტერესის საგანია. ქვეყანას დღესდღეობით ახალგაზრდა დიქტატორი კიმ ჩენ ინი მართავს, რომელიც საზოგადოების ინტერესის ქვეშ ხშირად ექცევა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა დიქტატორის შესახებ.

  • კიმ ჩენ ინის დაბადების თარიღი უცნობია

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, კიმ ჩენ ინი დაიბადა 1982, 1983 ან 1984 წლის 8 იანვარს ან 6 ივლისს. ბევრი ფიქრობს, რომ ლიდერს სურს, ასაკით უფროსივით გამოიყურებოდეს, ამიტომაც ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად 1982 წელი უწერია.

თუმცა, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა დაადგინა, რომ სინამდვილეში ის 2 წლის შემდეგ დაიბადა.

  • მისი წარბები უფრო და უფრო მოკლდება

ფოტოებს თუ შევადარებთ, აშკარად დავინახავთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წარბები დროთა განმავლობაში მოკლდება. ამბობენ, რომ ამით მას სურს, მამამისს - კიმ ჯონგ უნის დაემსგავსოს.

  • მისი ბავშვობა იდუმალებითაა მოცული

კიმს ბავშვობის ფოტოების გასაჯაროვება არ სურდა, თუმცა, 2014 წელს სამხედრო აღლუმზე მისი რამდენიმე სურათი გამოქვეყნდა. როგორც ამტკიცებენ, ეს კიმ ჩენ ინის ბავშვობის ფოტოა, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის.

  • კიმ ჩენ ინი სპეციალურ ფეხსაცმელს ატარებს

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სპეციალურ ფეხსაცმელს ატარებს, რათა უფორ მაღალი გამოჩნდეს.

  • კიმის მეუღლე

კიმ ჩენ ინის მეუღლე ლი სოლ-ჩჟუა. წყვილი 2009 წლეს დაქორწინდა, 2010 წელს კი ვაჟი შეეძინათ. ლის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. მედიის ინფორმაცია ლი და კიმი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ.

  • დიქტატორს რამდენიმე ოფიციალური ტიტული აქვს

რა თქმა უნდა, მისი მთავარი ტიტულია "კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის, პარტიისა და ხალხის ლიდერი". ამას გარდა კიმს ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც:

✷"ახალი საწყისი"

✷"ბრილიანტის თანამებრძოლი"

✷"გენიოსი ყველას შორის"

✷"ჩრდილოეთ კორეის მარშალი"

  • მან შვეიცარიაში მიიღო განათლება სხვა სახელით

ბერნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში 1998 წლიდან 2000 წლამდე სწავლობდა სტუდენტი ჩრდილოეთ კორეადან.

ის რეგისტრირებული იყო, როგორც საელჩოს წევრი და არ ამბობდა, რა ერქვა სინამდვილეში. ამ ფოტოზე დაყრდნობით რთულია იმის თქმა, ეს სტუდენტი ნამდვილად იყო თუ არა ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერი, მაგრამ მისი ყოფილი თანაჯგუფელები სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ის კიმ ჩენ ინი იყო.

ისინი იხსენებენ, რომ კიმი მხიარული ადამიანი იყო და პოლიტიკაზე მეტად სპორტი აინტერესებდა. ამას გარდა, ის არც ისე კარგად სწავლობდა.

  • კიმ ჩენ ინმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

კიმ ჩენ ინმა 27 წლის ასაკში პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა ბაბუამისს დამსგავსებოდა. 29 წლის ასაკში ის ჩრდილოეთ კორეის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა.

  • კიმს კალათბურთი უყვარს და მეგობრობს დენის როდმანთან

იგივე სკოლის მეგობრები ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ კორეელი სტუდენტი მაიკლ ჯორდანის ფანი იყო. ნამდვილად სიმართლეა, რომ კიმ ჩენს ინს კალათბურთი მოსწონს. 2013 წელს ის დენის როდმანსაც კი შეხვდა და საკუთარი კუნძულიც აჩვენა. ამ ორ ადამიანს შორის რადიკალური განსხვავების მიუხედავად, ისინი მაინც მეგობრები გახდნენ.

  • მას ჰიპსტერული ვარცხნილობა აქვს

მისი ვარცხნილობა შეიძლება ცოტათი სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში ეს სამხედრო სტილია. ასე აქვს თმა შეჭრილი ბრედ პიტს ფილმში Fury და მილიონობით ჰიპსტერს მთელ მსოფლიოში. დიქტატორის ვარცხნილობა უცნაურად იმიტომ გამოიყურება, რომ არასწორი მიმართულებით ივარცხნის თმას. გარდა ამისა, მისი სახის ფორმასაც არ უხდება. ხმები გავრცელდა, რომ კიმ ჩენ ინი სტილისტებს არ ენდობა და ამიტომ თმასაც თავად იჭრის.

  • და ბოლოს, ასეთი იქნებოდა კიმი რამდენიმე ათეული კილოგრამი რომ დაეკლო

myquiz