ვარსკვლავები და მილიარდერები, რომლებიც ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ | Allnews.Ge

ვარსკვლავები და მილიარდერები, რომლებიც ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ

ბევრი ფიქრობს, რომ წარმატებული მომავლისთვის ძლიერი ოჯახის ზურგი და მდიდარი მშობლები აუცილებელია. შეიძლება ამ პირობებს თავისი პლუსები ჰქონდეს, მაგრამ ხშირად ყველაზე წარმატებულები სწორედ ისინი ხდებიან, ვისაც ცხოვრება უფრო მკაცრად მოექცა. წარმოგიდგენთ მილიონრებსა და ვარსკვლავური კარიერის მქონე ადამიანებს, რომლებიც მშობლების მხარდაჭერის გარეშე და ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ.

კოკო შანელი ეს ლეგენდარული ქალბატონი, რომელმაც მსოფლიოს საკუთარი კვალი დაატყო, მშობლების გარეშე გაიზარდა. ოჯახში მეორე შვილი იყო, დედა მშობიარობას გადაჰყვა, მამამ კი შვილები იმ დროს მიატოვა, როცა კოკო 11 წლის იყო. დასთან ერთად ობოლთა თავშესაფარში მოხვდა. სწორედ თავშესაფრის უსახურმა უნიფორმამ მიაჩვია კოკო ლამაზ ტანსაცმელზე ოცნებას. ბავშვთა სახლის შემდეგ კაბარეში გამოსვლით ირჩენდა თავს, შემდეგ თეთრეულის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მალე კი ქუდების მაღაზია გახსნა და წარმატების მწვერვალისკენ მისი სვლაც აქედან დაიწყო.

სტივ ჯობსი

კომპიუტერული ინდუსტრიის გიგანტი სტივ ჯობსიც ობლობაში გაიზარდა. დედამისი გათხოვილი არ იყო და მშობიარობიდან მალევე მიაბარა ბიჭუნა ბავშვთა სახლს. სწორედ იქედან იშვილა ჯობსი მისმა დედობილ-მამობილმა.

სკოლაში სტივი კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა გაიტაცა. მან კოლეჯშიც ჩააბარა, თუმცა სწავლა მალე მიატოვა. გარკვეული დროით ის კვლავ კოლეჯის მეგობრებთან ცხოვრობდა, იატაკზე ეძინა და ჯიბის ფულს კოკა-კოლის ბოთლების ჩაბარებით შოულობდა. სხვათა შორის, მოგვიანებით ამ დროს ყველზე ტბილად იგონებდა ხოლმე ინტერვიუებში. მალე სამსახურში მოეწყო და თავისი ნიჭისა და შეუპარი ბუნების წყალობით იქცა იმად, ვისაც უკვე ჩვენც ვიცნობთ.

მერილინ მონრო

ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი", ყველა დროის სექს- სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის "ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების" სიაში. მერილის მამა უცნობია, დედა კი კინოინდუსტრიაში საქმიანობდა. დედის ფსიქიკური პრობლემებისა და სიღარიბის გამო გოგონა 11 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა.

შემდეგ დედამ წამოიყვანა შინ, თუმცა გოგონა მამინაცვლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და დეიდასთან გადაბარგდა. არც იქ ულხინდა დიდად. ბავშვთა სახლში რომ არ დაებრუნებინათ, 16 წლისა გათხოვდა. 20 წლის ასაკში მისი გარეგნობა შეამჩნიეს და კონოსტუდიამ მასთან კონტრაქტიც გააფორმა. ამით დაიწყო მერილის სვლა დიდებისკენ.

ჯონ ლენონი

ჯონიც მშობლების გარეშე გაიზარდა. მამა მ მის ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა ბიჭი წარმატებული მუსიკოსი იყო. დედასთან არ უცხოვრია, დეიდა ზრდიდა, თუმცა დები გამუდმებით დაობდნენ მის მეურვეობაზე და ამან ჯონ ლენონი ფსიქიკურ პრობლემებამდეც მიიყვანა. მალე დედამისი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ბავშვობაში თავი ბედნიერად არასდროს უგრძვნია. რთულმა ბავშვობამ მასზე ცუდი კვალი დატოვა. ამბობდნენ, რომ განრისხების შემოტევები ჰქონდა და ამ დროს თავის საყვარელ ცოლს, იოკო ონოს საცემრადაც იმეტებდა. უბედური ბავშვობის მიუხედავად, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა და მილიონერი გახდა.

პირს ბროსნანი

წარმოშობით ირლანდიელი მსახიობი პირს ბროსნანი ჯერ მამამ მიატოვა 1 წლის ასაკში, შემდეგ დედამ და ის აღსაზრდელად ბებია-პაპას მიაბარეს. მოხუცები მალე გარდაიცვალნენ და ნატესავებმა ისინი სკოლა ინტერნატში გაგზავნეს. ცნობილია, რომ იქ ბროსნანი ხშირად ხდებოდა ცემისა და დასჯის მსხვერპლი. 10 წლის რომ გახდა, დედამისი გათხოვდა და ბიჭიც თან წაიყვანა. მისი პირველი შემოსავალი დამლაგებლისა და გამყიდველის ხელფასი იყო.   რომან აბრამოვიჩი

ცნობილი მილიარდერი ნაშვილები გახლდათ. დედა 1 წლისას გარდაეცვალა, მამა - 4 წლის ასკში და სრულიად მიუსაფარი დარჩა. გაშვილების შემდეგ მისი დედობილ-მამობილი განათლების მიღებაში დაეხმარნენ. მეწარმეობა ადრეულ წლებშივე დაიწყო. 2017 წლისთვის მისი ქონება 9 მილიარდს შეადგენდა.

myquiz