Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები დაასახელა | Allnews.Ge

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები დაასახელა

გამოცემა Forbes 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების სიას აქვეყნებს.

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რესტლერი დუეინ ჯონსონი ზედმეტსახელად "კლდე" - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგში ისევ ლიდერობს.

როგორც ირკვევა, ბოლო 12 თვეში მსახიობმა 87,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ეს 1,9 მილიონით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. როგორც გამოცემა წერს, მხოლოდ სერიალში Red Notice მონაწილეობისთის, რომელიც Netflix-ზე შემოდგომაზე გამოჩნდება დუიენმა 23,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, მსახიობს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა ასევე სასპონსორო კონტრაქტმა ამერიკულ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიასთან Under Armour.

რეიტინგში მეორე ადგილზეა კანადელი რაიან რეინოლდსი იკავებს, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში 71,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო სერიალებიდან Red Notice და 6 Underground. მესამე ადგილს მარკ უოლბერგი 60 მილიონით იკავებს.

მათ შემდეგ რეიტინგში მოდიან: ბენ აფლეკი - 55 მლნ, ვინ დიზელი - 54 მლნ, ბოლივუდის ვარსკვლავი აკშაი კუმარი - 48,5 მილიონით და ბროდვეის მიუზიკლების შემქნელი ლინ-მანუელ მირანდა - 45,5 მილიონით. პირველი ათეულის ბოლო პოზიციებზე არიან უილ სმიტი - 44,5 მილიონით, ადამ სენდლერი - 41 მილიონით და ჯეკი ჩანი - 40 მილიონით.

myquiz