რამდენად მნიშვნელოვანია ხორცის ხშირი მიღება ორგანიზმისთვის და რის ხორცს გვირჩევენ ენდოკრინოლოგები | Allnews.Ge

რამდენად მნიშვნელოვანია ხორცის ხშირი მიღება ორგანიზმისთვის და რის ხორცს გვირჩევენ ენდოკრინოლოგები

ხორცი ადამიანის ორგანიზმის სწორად ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ექიმები ძირითადად, საქონლისა და ქათმის ხორცის მიღებას გვირჩევენ, თუმცა რა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ გადავწყვეტთ კვების რაციონიდან ხორცის ამოღებას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს უკანასკნელი ორგანიზმისთვის, ამის შესახებ Allnews.ge ექიმ-ენდოკრინოლოგს, ნინო ჯიქურაულს ესაუბრა.

-ხორცი ძირითადად მდიდარია B ვიტამინებით. კონკრეტულად კი, საქონლის ხორცი მდიდარია რკინით, ქათმის ხორცი შედარებით ნაკლებ რკინას შეიცავს, თუმცა მდიდარია მაგნიუმით. ხორცის მიღება მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის იმიტომ, რომ ამ პერიოდში ყალიბდება მათი კუნთოვანი ქსოვილი და ხრტილოვანი წყარო. რაც უფრო დიდია ბავშვისთვის, მოზარდისთვის ფიზიკური დატვირთვა, მით უფრო საჭიროა ხორცი.

რაც შეეხებათ მოზრდილებს, მათვისაც საჭიროა ხორცის მიღება, თუმცა შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს მისი შეზღუდვა, ამ შემთხვევაში მის ორგანიზმს დააკლდება B ვიტამინი, ცილები. ადამიანებს თავდაპირველად უჭირთ ხორცის დათმობა, ორგანიზმს სჭირდება ადაპტაცია. არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზმს სჭირდება ხორცის ჩანაცვლება და ყურადღების გადატანა მედიკამენტოზურ საშუალებებზე.

-ცნობილია, რომ ვეგეტარიანელები ხორცს არ მიირთმევენ, რამდენად მოქმედებს ეს ორგანიზმზე?

-წლების განმავლობაში ორგანიზმი ადაპტაციასაც განიცდის და შეიძლება სრულებითაც არ იყოს ცუდი. ამას გარდა, იმ ადამიანებისათვის, ვისაც ქოლესტერინის პრობლემა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია აქვს, ხორცის აკრძალვა ცუდი არ არის, მაგრამ არის კატეგორია, ვისაც არ შეუძლია ხორცის გარეშე. მათ ხელოვნურად ვერ შევუზღუდავთ, ამიტომ პრეპარატის დამატება სჭირდებათ ხოლმე. იმ ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც რძის პროდუქტებს იღებენ, ორგანიზმში ცილის რაოდენობა შევსებულია, ხოლო ვინც რძის პროდუქტსაც არ იღებს, რთულია ხორცის აკრძალვა ერთბაშად.

უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - საკითხზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საუბრობს

-ქათმისა და საქონლის ხორცი ახსენეთ, თუმცა ჩვენთან ღორისა და ცხვრის ხორციც გავრცელებულია...

-საქონლისა და ქათმის ხორცი უფრო ხშირად მოხმარებადი პროდუქტებია და შედარებით უფრო ჯანსაღია ვიდრე ცხვრისა და ღორის ხორცი. რამდენადაც ეს ორი ცოტა ძნელად მუშავდება ორგანიზმის მიერ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზეც უარყოფითად მოქმედებს, სასურველი არ არის დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველობის გამო მათი მიღება.

ღორის ხორცი შეიცავს ქოლესტერინს და რბილად რომ ვქვათ, ის არ არის სასურველი პროდუქტი, თუმცა არის ასეთი ტენდენცია - საზღვარგარეთ ამერიკელი სპეციალისტები პაციენტებს ღორის მკერდის უცხიმო ნაჭრის მიღებას ურჩევენ. ჩვენთან ამის მოწესრიგება ძალიან რთულია და ასეთ რეკომენდაციას მოსახლეობას არ ვაძლევთ.

-როგორც ცნობილი, მოხარშული ხორცი უფრო სასარგებლოა?

-კი ნამდვილად ასეა. მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო გრილად შემწვარსა და მწვადზე, რომელზეც აქტიურად გადავერთეთ. დღესდღეობით აღიარებულია, რომ როდესაც ხორცი ცეცხლთან პირდაპირ შეხებაშია, იქ დიდი რაოდენობით ტოქსინები გამოიყოფა, ხორცი კარგავს ცხიმს, მაგრამ მისი სრული დამუშავება მაინც არ ხდება, ამიტომ მისი პირველადი დამუშავება უნდა მოხდეს მჟავე პროდუქტით, რომელიც უკვე გამორიცხავს ამ ტოქსინების მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე.

რა სიმპტომები ახასიათებს ჩიყვს - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები

-რა შეიძლება მოყვეს კვების რაციონიდან ხორცის ამოღებას?

-ორგანიზმის ცილოვანი გამოფიტვა, B ვიტამინების დეფიციტი, მეხსიერების დაქვეითება, შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის ისეთი მოშლა, რომელიც გამოკვლევით პირდაპირ არ გამოვლინდება, მაგრამ გამოჩნდება სხვადასხვა მდგომარეობაში. შეიძლება დაირღვეს ბევრი ისეთი ფუნქციური საკითხები, რომელიც ერთად განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას, ენერგიას, განწყობასა და ხალისს.

myquiz