7 მარტივი რჩევა მხედველობის შესანარჩუნებლად | Allnews.Ge

7 მარტივი რჩევა მხედველობის შესანარჩუნებლად

სმარტფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები - ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მაგრამ თუ გიფიქრიათ რა დატვირთვას უძლებს ჩვენი თვალები.

მხედველობის შესანარჩუნებლად კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ 7 მარტივ რჩევას:

1. კომპიუტერთან მუშაობისას საათში ერთხელ შეისვენეთ 5 წუთით, ყოველ 2 საათში 10-15 წუთით.

2. მხედველობის ჰიგიენის ერთ-ერთი ძირითადი წესია, არ დავძაბოთ თვალები სიბნელეში. ნუ წაიკითხავთ ცუდად განათებულ შენობაში ან ტრანსპორტში, ტელევიზორის ყურებისას ნუ გამორთავთ შუქს.

3. დღეში 2-ჯერ გააკეთეთ თვალების ვარჯიში. ყოველდღიურად შესრულებული 2-3 ვარჯიში საკმარისი იქნება, რომ არსებითად შევამციროთ მხედველობის დაკარგვის რისკი.

4. საცურაო აუზში გამოიყენეთ დამცავი სათვალე. მზეზე კი აუცილებლად ატარეთ მზის სათვალე.

5. იკვებეთ სწორად. А, С, Е ვიტამინები, სტაფილო, მოცვი და ისპანახი აუცილებელია ბადურის სისხლძარღვების გამაგრებისა და თვალების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

6. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ამ დროს თვალები ისვენებს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

7. წელიწადში ერთხელ აუცილებელია პროფილაქტიკური გასინჯვა ოფთალმოლოგთან.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

Mkurnali.ge

myquiz